ინტერნეტში გავრცელდა ლიონელ მესისა და მისი ორსული მეუღლის ანტონელა რაკუცოს ფოტოები, რომლებშიც ისინი ჭიქით ხელში არიან დაფიქსირებულები. ისინი მატეს, ჩაის ტიპის სასმელს სვამენ, რომელიც დიდი ოდენობით კოფეინს შეიცავს.
მატე სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ არგენტინასა და ურუგვაიში პოპულარული სასმელია. თითქმის ყოველდღე სვამენ “ბარსას” ვარსკვლაები ლეო მესი და ლუის სუარესი.