LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ტრავმებს იწვევს პარტნიორების ხშირი ცვლა – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

70
მაგდა-ფერაძე

რას ტრავმებს იწვევს პარტნიორების ხშირი ცვლა  – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა მაგდა ფერაძემ ისაუბრა.

რა არის წყვილური ურთიერთობა?

წყვილური ურთიერთობები ის ამოუწურავი თემაა, რაზედაც დღეს საზოგადოება ხმამაღლა საუბრობს. დღეს საკმაოდ პრობლემურია პარტნიორების ხშირი ცვლის საკითხი.

ურთიერთობების დასრულებას ბევრი მიზეზი განაპირობებს, ძირითად შემთხვევაში კი დაწინაურებულია პატივისცემის დაკარგვა პარტნიორის მიმართ, რაც ჯაჭვურადაა გადაბმული გრძნობებისა და ლტოლვის განელებასთან, პიროვნულ მიუღებლობასთან, გაღიზიანებადობასთან, მუდმივი კრიტიკასთან და მცდელობასთან გადააკეთო და შეზღუდო მეორე ადამიანის თავისუფალი ნება.

ამ დროს წყვილი ერთმანეთთან სხვადასხვა ენაზე საუბრობს. ნებისმიერი დასასრული ავტომატურად გულისხმობს დანაკარგს ცხოვრებაში. ფსიქოლოგიურ ენაზე ამას გლოვა ეწოდება.

ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანმა დაასრულოს და დახუროს ძველი ეტაპი, გამოიგლოვოს წარსული და რაღაც გარკვეული პერიოდი მოიხარშოს ამ გლოვაში. დარჩეს საკუთარ თავთან, თუნდაც ეს დასასრული მისი არჩევანი იყოს.

ნებისმიერი მცდელობა ახალი ურთიერთობის დაწყების გულისხმობს ერთი პარტნიორის ჩანაცვლებას მეორე პარტნიორით, რაც რეალობიდან გაქცევა და ერთგვარი თავის მოტყუებაა. ფროიდი ამბობდა: რამდენ ადამიანთანაც ვიყოფთ სარეცელს, იმდენი ადამიანის კვალი რჩება ჩვენშიო. აქ საუბარია არა მორალისტური კუთხით, არამედ თვითონ პიროვნებაზე, რომელიც შეიძლება ძალიან დაზიანდეს და მენტალური ტრავმა მიიღოს, რადგან რაც მეტია მოლოდინი ურთიერთობაში, მით მეტია იმედგაცრუება.

რას იწვევს პარტნიორების ხშირი ცვლა?

პარტნიორების ხშირმა ცვლამ შესაძლოა გამოიწვიოს პიროვნების ემოციური ცვეთა, რასაც მთელი რიგი მენტალური თუ სექსუალური პრობლემები მოჰყვება. ასევე პირდაპირ კავშირშია დარღვეულ პიროვნულ საზღვრებთან და საკუთარი თავის პატივისცემასთან. თუმცა ისევე როგორც ყველაფერი ესეც პიროვნული არჩევანია. ყველაზე მთავარი, რაც უნდა გამოვყოთ არის მარტო დარჩენის შიში, სწორედ მარტოობის შიში აიძულებს ადამიანს დროებით თავი შეაფაროს ჩანაცვლებულ ურთიერთობას, რაც ხშირ შემთხვევაში ახალი იმედგაცრუებით სრულდება. აქ ძალიან მნიშვნელოვანია გაცნობიერება იმისა, თუ რას გაურბის ასე ადამიანი ამ მარტოობაში.

ჩვენ პირველ რიგში ჩვენი თავი გვყავს საყრდენად და ამ საყრდენს გარემოში არ უნდა ვებღაუჭებოდეთ ადამიანების თუ ურთიერთობების სახით.

ასევე გამოვყოფდი სოციუმის როლს, ადამიანი რომელიც მარტო რჩება საკუთარ შიშებთან, მეტად მოწყვლადია, ამ დროს კი საზოგადოების მხრიდან ნებისმიერმა, თუნდაც მეგობრულმა რჩევამ თუ შეფასებამ მისი მდგომარეობის შესაძლოა პიროვნებას უბიძგოს ახალი ფრუსტრაციის და სინანულისკენ.

ხშირია როდესაც პიროვნება იწყებს ახალ თავგადასავალს ყოფილი პარტნიორის დასასჯელად, რათა გადაფაროს ბრაზი და სტატუსი უარყოფილი ადამიანის, რასაც ხშირ შემთხვევაში ის თვით დასჯამდე და თვით დესტრუქციამდე მიჰყავს.

ცხადია ყველა შემთხვევა და სიტუაცია ინდივიდუალურია, ისევე როგორც ჩვენ ინდივიდები ვართ, თუმცა ურთიერთობის დასრულება ცხოვრების დასასრულს არ ნიშნავს, ამიტომ მუდამ გვახსოვდეს, რომ ესეც გაივლის… ცხოვრება ციკლურია და სწორედ ეს ხდის მას უნიკალურს და საინტერესოს.

რჩევები:

1) გახსოვდეთ ურთიერთობის დასრულება განაჩენი არ არის.

2) ცხოვრება ციკლურია, ხან კარგად ვიქნებით ხან ცუდად, რაც მთავარია ესეც გაივლის.

3) ყურადღებით მოუსმინეთ საკუთარ გრძნობებს და შეგრძნებებს შეეცადეთ დარჩეთ მათთან.

4) სხეული არის საუკეთესო ინდიკატორი ჩვენი მდგომარეობის შეეცადეთ მოუსმინოთ და იზრუნოთ მასზე.

5) ნუ შეეცდებით ნურავის ჩანაცვლებას, მიეცით საკუთარ თავს რაღაც პერიოდი მარტო დარჩენის ფუფუნება.

6) ნუ გაიქცევით ახალ ურთიერთობაში, სანამ გლოვის ეტაპს არ დაასრულებთ.
7) გახსოვდეთ, თქვენ თქვენი თავი გყავთ, თუ არ გყოფნით კრიზისულ ეტაპზე მიმართეთ ფსიქოთერაპევტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g