LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას უმზადებს წითელი მამალი ზოდიაქოს ნიშნებს აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით

237

ახალი წლის დადგომამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი და ალბათ საინტერესოა, რას უმზადებს წითელი მამალი ზოდიაქოს ნიშნებს აღმოსავლური ჰოროსკოპით. გთავაზობთ ფენ შუის სპეციალისტის, ეკა კვარაცხელიას პროგნოზს.

 ვ ი რ თ ხ ა

მამლის წელიწადში მომხდარი ცვლილებები დაეხმარებათ მიზნების და სურვილების განხორციელებაში. საუკეთესო წელიწადია კარიერული წინსვლისა და სასიყვარულო ურთიერთობისთვის, დაოჯახებულ წყვილებს კი, მსხვილი და საკმაოდ სასიამოვნო შენაძენი ელით.

* ვირთხა (ქალი) – საკმაოდ კარგი წელია ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად და წონის კორექციისთვის.

* ვირთხა (მამაკაცი) – საკმაოდ იღბლიანი წელიწადია სასიამოვნო შენაძენით. არაა გამორიცხული შეიძინოთ ახალი ავტომობილი ან სახლი. თუმცა, კარგი იქნება თუ თავს შეიკავებთ გაუაზრებელი ქმედებებისგან და გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან.

* სიყვარული და ოჯახი – საკმაოდ იღბლიანი წელია მათთვის, ვინც დაოჯახებას აპირებს. თუმცა, უმჯობესია კარგად დაფიქრდეთ, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნება და იმედგაცრუება. მათ კი, ვინც უკვე აირჩია პარტნიორი, მზრუნველობა საყვარელ ადამიანზე რომანტიკული კავშირების გამყარებაში დაეხმარება. მეტი ყურადღება დაუთმეთ ბავშვებს, თუმცა, ნუ შეზღუდავთ მათ დამოუკიდებლობას.

* ფინანსები და კარიერა – სამომავლო გეგმების წარმატება უკვე წარმავალ წელიწადს საქმების მოაწესრიგებაზე იქნება დამოკიდებული. ჩანაფიქრის განხორციელებას შემოდგომაზე უნდა ელოდოთ. არაა გამორიცხული, დაწინაურდეთ ან იპოვნოთ ახალი და პერსპექტიული სამსახური. ზაფხულში უკეთესია კარგად დაისვენოთ და მოიკრიბოთ ძალები.

* ჯანმრთელობა – ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, მაქსიმალურად დიდი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე და სწორად გაანაწილეთ დრო სამუშაოსა და დასვენებას შორის.

ხ ა რ ი

ხარის წელიწადში დაბადებულებს თავბრუდამხვევი მოვლენები ელით. მოგიწევთ ბრძოლა საკუთარი წარმატებისთვის. იღბლიანი იქნება წელიწადი მათთვის, ვინც უკან არ დაიხევს წინაღობებისა და სირთულეების წინაშე. დაოჯახებულ ხარებს მამალი რომანტიკული ურთიერთობების განახლებას ჰპირდება, დასაოჯახებლებს კი, თავბრუდამხვევ სიყვარულს.

* ხარი (ქალი) – წარმატებით დაასრულებთ უკვე დაწყებულ საქმეებს. მართალია, გექნებათ საჭირო და სასიამოვნო შენაძენი, მაგრამ ოცნებების ასასრულებლად საჭიროა მეტი მუშაობა და მეტი პრინციპულობის გამოჩენა. წლის ბოლოს კი, მატერუალურ მოგებას ნახავთ სრული კომფორტით.

* ხარი (მამაკაცი) – ორიენტირებული იქნებით ახალ გეგმებსა და მიზნებზე. კარგი წელია მსხვილი შენაძენისთვის. მოიძიეთ და წინასწარ გათვალეთ გზები ფინანსური მოგებისთვის, დაზოგილი თანხით კი, გაანებივრეთ ოჯახის წევრები მოულოდნელი საჩუქრებით.

* სიყვარული და ოჯახი – გაუფრთხილდით თქვენს ურთიერთობას და ოჯახურ მყუდროებას. იყავით გულწრფელი და გამოიჩინეთ მეტი სამართლიანობა ბავშვებთან ურთიერთობისას. ეცადეთ ნაკლებად დასაჯოთ და ნუ ეცდებით გახდეთ მათთვის ავტორიტეტი.

* ფინანსები და კარიერა – იძულებეული გახდებით ნაკლები დახარჯოთ, დასახული მიზნის მიღწევა კი, საკმაოდ სერიოზულ მუშაობას მოითხოვს თქვენგან. არსებული პროექტები რამდენიმე ნაწილად გაყავით და ეტაპობრივად სცადეთ მათი განხორციელება. წლის მეორე ნახევარში საგრძნობლად შემცირდება ფინანსური სირთულეები, თუ რა თქმა უნდა, გინივრულად იმოქმედებთ და ყურადღებას გაამახვილებთ საკუთარ ხარჯებზე.

* ჯანმრთელობა – საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას დახარჯავთ მსხვილი პროექტების განხორციელებაზე. გამომდინარე აქედან, მიაქციეთ ყურადღება თქვენს ემოციონალურ მდგომარეობას, კვების რეჟიმს და ფიზიკურ აქტივობას. ზომიერების დაცვა მუშაობაში და სრულფასოვანი დასვენება დაგეხმარებათ საქმეების წარმატებით განხორციელებასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

 ვ ე ფ ხ ვ ი

დარწმუნდებით საკუთარ შესაძლებლობებში, შარმისა და მომხიბვლელობის წყალობით კი, მარტივად შეძლებთ პირადი საკითხების მოგვარებას.

* ვეფხვი (ქალი) – შეძლებთ პრიორიტეტების განსაზღვრას, რათა მარტივად განახორციელოთ დასახული გეგმები და არ დაწვრილმანდეთ დეტალებზე.

* ვეფხვი (მამაკაცი) – ჩანაფიქრის განსახორციელებლად  მოგიწევთ წლის სწორად დაგეგმვა. დააბალანსეთ სამუშაო და დასვენება, რათა სწრაფად შეძლოთ ძალების აღდგენა და დადებითი ემოციით დამუხტვა.

* სიყვარული და ოჯახი – წელიწადი კალეიდოსკოპურ გატაცებებს გპირდებათ, რაც ყველაზე ნათლად გაზაფხულსა და ზაფხულში გამოვლინდება. თუმცა, მხოლოდ სწორი არჩევანი დაგეხმარებათ იპოვნოთ ის ადამიანი, ვინც მთელი ცხოვრების მანძილზე გაგიწევთ მეგზურობას. ნუ შეხვალთ კონფლიქტში ოჯახის წევრებთან, რადგან მხოლოდ ძლიერი კავშირი დაგეხმარებათ განსაცდელის დაძლევაში.

* ფინანსები და კარიერა – შრომისა და მოთმინების საფასურად საკმაოდ სოლიდურ ფინანსურ ანაზღაურებას მიიღებთ. გვერდზე გადადეთ თავშეკავება, აჩვენეთ ხელმძღვანელობას, რა შეგიძლიათ სინამდვილეში და დრწმუნებული იყავით, რომ აუცილებლად ყველაფერი დაგიფასდებათ.

* ჯანმრთელობა – გეგმების განხორციელება მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობაზე იქნება დამოკიდებული. ფიზიკური აქტივობა არა მარტო დაკარგული ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ, არამედ საშუალებას მოგცემთ გაიჩინოთ საინტერესო და სასარგებლო ნაცნობები, რომლებიც აუცილებლად შეუწყობენ ხელს თქვენს კარიერულ წინსვლასა და წარმატებას.

კ უ რ დ ღ ე ლ ი (კ ა ტ ა)

კურდღლის წელიწადში დაბადებულებს წარმატება ელით პროფესიონალურ საქმიანობაში. არაა გამორიცხული დაწინაურდეთ ან მიიღოთ მეტად სარფიანი შეთავაზება.

* კურდღელი (ქალი) – მთელი წელი საყვარელი მამაკაცის ყურადღების ცენტრში იქნებით, თუ არც თქვენ დააკლებთ ყურადღებას და მზრუნველობას, კიდევ უფრო გაამყარებთ სასიყვარულო კავშირს. მათ კი, ვისაც ჯერ არ ჰყავს პარტნიორი, დიდი შანსი აქვს, სწორედ მამლის წელიწადში იპოვნოს მეორე ნახევარი.

* კურდღელი (მამაკაცი) – წელი წარმატებული იქნება მათთვის, ვინც ფრთხილად შეუდგება ნებისმიერი ახალი საქმის კეთებას და უმიზნოდ არ გაფლანგავს ფინანსებს. კარგი პერიოდია უკვე დაწყებული საქმეების დასასრულებლად. პირად ცხოვრებაში დიდია ცდუნების ალბათობა, ამიტომ გამოიჩინეთ გონიერება და შეხედეთ თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს საღი გონებით.

* სიყვარული და ოჯახი – ისინი, ვისაც უკვე ჰყავს მეწყვილე, შეძლებენ ურთიერთობის გამყარებას, მარტოხელა კურდღლები კი, აუცილებლად იპოვნიან მეორე ნახევარს. მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენი პარტნიორის სულიერ სამყაროს, რათა თქვენს პრიორიტეტად ღირებულებათა და აზრთა ერთობლიობა იქცეს. მეტი იზრუნეთ ოჯახის წევრებზე. კარგი წელია მეუღლესთან და შვილებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, რომანტიკული მოგზაურობა და საერთო დღესასწაულები კი, ხელს შეუწყობენ თქვენი ოჯახის გამყარებას.

* ფინანსები და კარიერა – კარგი წელია ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ნოვატორული იდეების განსახორციელებლად.

* ჯანმრთელობა – ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით სასუნთქ და გულ-სისხლძარღვთა სისტემას. კარგი პერიოდია მავნე ჩვევებისთვის თავის დასანებელად.

დ რ ა კ ო ნ ი 

აუცილებლად უნდა გაანალიზოთ წარსული და სხვა რაკურსით შეხედოთ ცხოვრებას. ახალი ურთიერთობები კი, აუცილებლად დაგეხმარებათ განწყობის შეცვლასა და ჰარმონიული გარემოს შექმნაში.

* დრაკონი (ქალი) – თქვენს გარშემო შეიკრიბებიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის გაითვალისწინებენ თქვენს აზრსა და ინტერესებს. გაზაფხული სიახლეებისა და სასიამოვნო სიურპრიზის მომტანი იქნება. არ ღირს დროისა და ენერგიის დახარჯვა არაფრის მომცემ კონფლიქტებსა და დაპირისპირებაზე.

* დრაკონი (მამაკაცი) – ამ წელს თქვენი მთავარი პრობლემა ხასიათის ხშირი ცვლილება და ემოციონალური არასტაბილურობა იქნება. შემოდგომაზე იგრძნობთ ენერგოტონუსის შემცირებას, თუმცა, რთული სიტუაციის დაძლევაში საქმისადმი ახლებური მიდგომა დაგეხმარებათ,  კარიერულ წინსვლას კი, კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან პოზიტიური ურთიერთობების დამყარებით შეძლებთ.

* სიყვარული და ოჯახი – თქვენი სიყვარული მთელი წელი ვარსკვლავების მფარველობის ქვეშ იქნება. გექნებათ ბევრი სასიამოვნო შეხვედრა და ძალიან ბევრი ბედნიერი მომენტი. ოჯახის წევრებთან ერთად ყოფით საკითხებზე ზრუნვა დაგეხმარებათ ჰარმონიული ურთიერთობების შენარჩუნებაში. კარგი წელია შვილის შეძენისა და ოჯახის გაზრდისთვის.

* ფინანსები და კარიერა – მართალია, არასასიამოვნო სიტუაციებში აღმოჩნდებით, მაგრამ მაინც მოგეცემათ კარიერული წინსვლის შანსი. მოგიწევთ გარკვეულ კომპრომისზე წასვლა, ფულის ყაირათიანი ხარჯვა კი, დაგეხმარებათ აისრულოთ სურვილები შემოდგომაზე და ის ნივთი შეიძინოთ, რომელზეც დიდხანს ოცნებობდით.

* ჯანმრთელობა – განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას, რადგან სწრაფი ცხოვრების რიტმი და აქტიური მოქმედებები უარყოფითად აისახება თქვენს ნერვულ სისტემაზე.

 გ ვ ე ლ ი 

გველის წელიწადში დაბადებულებს მრავალფეროვანი მოვლენებით დატვირთული წელი გელით. თუ შეძლებთ სტაბილურობის შენარჩუნებას, სიამოვნებას მიიღებთ ყველაფრისგან, რაც თქვენს ცხოვრებაში მოხდება.

* გველი (ქალი) – შეძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას ნებისმიერ სიტუაციაში, რაშიც მეტად დაგეხმარებიან ახლობლები და ოჯახის წევრები. ნუ გადავარდებით უკიდურესობაში, თუმცა, ნურც საკუთარ თავს შეზღუდავთ განსაკუთრებით. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე ადამიანებთან ურთიერთობისას, რადგან არ ღირს ყველასთვის თქვენი საიდუმლოს გამხელა.

* გველი (მამაკაცი) – იმოქმედეთ დევიზით „გამარჯვება და მოპოვება!“ სირთულეების დასაძლევად მოგიწევთ ძალების სწორი გადანაწილება და არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება.

* სიყვარული და ოჯახი – არაა გამორიცხული შეხვდეთ თქვენს მეორე ნახევარს, დაოჯახებული გველები კი, შეძლებენ ოჯახის წევრებთან ურთიერთგაგების მოპოვებას და გარკვეული დათმობების ხარჯზე ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

* ფინანსები და კარიერა – წელიწადი ფინანსურად წარმატებული იქნება, თუ ნაკლებად იფიქრებთ ფინანსებზე და მეტ დროს დაუთმობთ სამუშაოს. ნოვატორული იდეები და კოლეგებთან თანამშრომლობა აუცილებლად დაგეხმარებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

* ჯანმრთელობა – სწორად გადაანაწილეთ დრო სამუშაოსა და დასვენებაზე, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთა ენერგიის დაზოგვასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

ც ხ ე ნ ი 

წელიწადი მდიდარი იქნება მრავალფეროვანი შეხვედრებით. შეძლებთ საკუთარი ცხოვრების გადაფასებას, თვითგანვითარებას და სამომავლო გეგმების დასახვას.

* ცხენი (ქალი) – მამლის წელიწადში უამრავი სასიამოვნო სიურპრიზი გელით. ახლობლებთან ურთიერთობისას იძულებული გახდებით შეიკავოთ თავი და დაძლიოთ ემოციები.

* ცხენი (მამაკაცი) – გადაანაწილეთ საკუთარი ენერგია და ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ძალების აღდგენაში ყოველთვის დაგეხმარებიან მეგობრები და ახლობლები. გახსოვდეთ, რომ თქვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე სტაბილური ოჯახია.

* სიყვარული და ოჯახი – ჰარმონიული იქნება რომანტიკული ურთიერთობები.  დაოჯახებული ცხენები პატივისცემას მოიპოვებენ ოჯახში და მთელი წელი დაფასებული იქნებიან. არ დაგავიწყდეთ მზრუნველობისა და სითბოს გამოჩენა ახლობელი ადამიანების მიმართ, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ ბავშვების მიმართ და მეტი დრო დაუთმეთ თქვენს მეორე ნახევარს.

* ფინანსები და კარიერა – ფინანსურად ნაკლებად სტაბილური წელიწადია. თუმცა, არ ღირს ხელის ჩაქნევა, გამოიჩინეთ ყურადღება, გააკეთეთ სწორი ანალიზი და აუცილებლად შეძლებთ კარიერულ წინსვლას და საკუთარი კაპირტალის გაზრდას.

* ჯანმრთელობა – დროულად ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევა თავიდან აგარიდებთ გართულებებს და დაგეხმარებათ სტაბულური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

თ ხ ა (ცხვარი) 

საკმაოდ სასიკეთო წელიწადია, ასრულდება თქვენი სურვილების უმეტესობა. სწორად გადაანაწილეთ დრო სამუშაოსა და დასვენებას შორის და შეძლებთ ენერგიისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

* თხა (ქალი) – თვითშემეცნების წელიწადში მოგიწევთ საკმაოდ ბევრი პრობლემის გადაჭრა. გამოიჩინეთ აქტიურობა პროფესიონალურ სფეროში და მაქსიმალურად გამოიყენეთ ყველა შესაძლობლება.

* თხა (მამაკაცი) – მოვლენებზე კონტროლის შესანარჩუნებლად, მოგიწევთ საკუთარი ინტელექტუალური რესურსის მაქსიმალურად გამოყენება. ყურადღებით შეაფასეთ ყველა შემოთვაზება, რადგან ერთი შეხედვით სარფიანი წინადადება თავისუფლად შეიძლება აღმოჩნდეს ზარალის მომტანი.

* სიყვარული და ოჯახი – მოგიწევთ საკუთარი ღირსებებისა და ნაკლოვანებების გადაფასება, საყვარელი ადამიანი კი, დაგეხმარებათ კომპლექსებისგან განთავისუფლებაში. ეცადეთ ღირსეულად დაძლიოთ ყველა გამოცდა და შეინარჩუნოთ საკუთარი თავის პატივისცემა. არ დაგავიწყდეთ კომპრომისებზე წასვლა, რაც დაგეხმარებათ მყარი ოჯახის შენარჩუნებაში.

* ფინანსები და კარიერა – ფინანსურად საკმაოდ სტაბილური წელიწადია. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეთ იმ ამოცანებზე, რომელთა ამოხნას დამოუკიდებლად შეძლებთ. წელი მეტად იღბლიანი იქნება, ამიტომ გააქტიურდით, რათა მოიპოვოთ წარმატება პროფესიონალურ სფეროში.

* ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ჩაიტარეთ პროფილაქტიკური გამოკვლელვა, ყურადღება მიაქციეთ ქრონიკულ დაავადებებს და მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას.

 მ ა ი მ უ ნ ი 

მიუხედავად სირთულეებისა, წელიწადი მდიდარი იქნება სიურპრიზებით და სასიამოვნო მოვლენებით. შეძლებთ საჭირო გამოცდილების შეძენას და გონივრულად მოქმედებას, საკუთარი ნიჭის გამოყენებით კი, საოცარ შედეგებს მიაღწევთ.

* მაიმუნი (ქალი) – მართალია მთელი წელი ყურადღების ცენტრში იქნებით, მაგრამ ზედმეტად ნუ დაეყრდნობით სხვათა აზრს. წარმოაჩინეთ საკუთარი შესაძლებლობები, კრიტიკა კი, სამომავლო გეგმების განხორციელებისას გაითვალისწინეთ.

* მაიმუნი (მამაკაცი) – გამოავლინეთ ლიდერის თვისებები, რათა მოიპოვოთ ავტორიტეტი და პატივისცემა.

* სიყვარული და ოჯახი – პარტნიორული ურთიერთობების გასაიდუმლოებით, თქვენი რომანტიკული თავგადასავალი მეტად წარმატებული და იღბლიანი იქნება. მეტი ყურადღება დაუთმეთ ბავშვებს და აქტიურად ჩაერთეთ მათ საქმეებში.

* ფინანსები და კარიერა – წლის პირველი ნახევარი თქვენთვის განტვირთვის პერიოდია, მეორე ნახევარში კი, აქტიურად ჩაებმებით პროფესიონალურ საქმიანობაში. არ ღირს სერიოზული შენაძენის გაკეთება გაზაფხულსა და წლის ბოლოს.

* ჯანმრთელობა – მართალია, ჯანმრთელობა მთელი წელი სტაბილური იქნება და თავს ყოველთვის მხნედ იგრძნობთ, მაგრამ მაინც მოგიწევთ იმუნიტეტზე ფიქრი. კორექტივები შეიტანეთ საკუთარ რაციონში და გაამდიდრეთ ჯანსაღი საკვებით.

მ ა მ ა ლ ი 

წლის ფავორიტი მამლები მთელი წელი ვარსკვლავების მფარველობის ქვეშ იქნებიან. კაპიტალი, რომელსაც ეს წელი მოგიტანთ, უკეთესია დააბანდოთ საკუთარ ბიზნესში. მართალია, გარკვეული სირთულეები გექნებათ პირად ცხოვრებაში, მაგრამ საკუთარი შარმის წყალობით ყველა პრობლემის მარტივად დაძლევთ და შეძლებთ ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვებას.

* მამალი (ქალი) – ყოველთვის იგრძნობთ მამაკცების მზრუნველობასა და მხარდაჭერას. საკუთარი მომხიბვლელობის წყალობით კი, შეძლებთ ყველა ოცნების ასრულებას. ნუ იტყვით უარს სხვებს დახმარებაზე და ნურც თქვენ დაგავიწყდებათ სხვათა დახმარება.

* მამალი (კაცი) – ადრე შეძენილი გამოცდილება დაგეხმარებათ გეგმების რეალიზაციასა და ახალი მიზნების განხორციელებაში. ენდეთ საკუთარ ინტიუციას და მარტივად შეძლებთ სწორი არჩევანის გაკეთებასა და სწორი ნაბიჯების გადადგმას.

* სიყვარული და ოჯახი – მეტი ყურადღება მიაქციეთ სასიყვარულო პარტნიორს და ვალში არც ის დაგრჩებათ.

* ფინანსები და კარიერა – ფინანსური კუთხით მამლებისთვის წლევანდელი წელი ზოდიაქოს სხვა ნიშანთან შედარებით, ბევრად იღბლიანი იქნება. შეძლებთ ახალი პროექტების რეალიზაციასა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მთავარია, არ დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა და არ გადაუხვიოთ დასახულ მიზანს.

* ჯანმრთელობა – ნებისმიერი წარმატება მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობის მდგოამრეობაზე იქნება დამოკიდებული. ჩაიტარეთ პროფილაქტიკური გამოკვლევა ზაფხულში, რათა ზამთარში არ შექმნიათ უმიზეზო პრობლემები.

ძ ა ღ ლ ი 

მამლის წელიწადში ბევრს ახალ და საინტერესო ნაცნობს შეიძენთ. არ გაუშვათ ხელიდან  იღბლიანი შეხვედრები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეცვლიან თქვენს ცნობიერებას.

* ძაღლი (ქალი) – განებივრებული იქნებით საჩუქრებით, რომლთაც თქვენი ძველი დამსახურებების წყალობით მიიღებთ. დააბანდეთ ფინანსები უძრავ ქონებაში და წლის ბოლოს აუცილებლად მიიღებთ დივიდენდებს.

* ძაღლი (მამაკაცი) – ნუ გარისკავთ ზედმეტად იმ შემთხვევაშიც კი, თუ შემოთავაზება, საკმაოდ სერიოზულ ფინანსურ მოგებას გპირდებათ.

* სიყვარული და ოჯახი – ჰარმონიული იქნება თქვენი ურთიერთობა, გექნებათ საშუალება დაუმტკიცოთ საყვარელ ადამიანს საკუთარი ერთგულება. წლის მეორე ნახევარში მოგიწევთ ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება, რომელთაც არა ფინანსური, არანმედ თქვენი მორალური მხარდაჭერა დაჭირდებათ.

* ფინანსები და კარიერა – მიუხედავად სტაბილური შემოსავლებისა, სწორად გადაანაწილეთ საკუთარი ფინანსები, რათა ფულის უყაირათო ხარჯვა არ გახდეს გაუთვალისწინებელი პრობლემების მიზეზი. გაანალიზეთ ყველაფერი და გაამახვილეთ ყურადღება დეტალებზე.

* ჯანმრთელობა – მაქსიმალურად დაისვენეთ და დროულად ჩაიტარეთ პროფილაქტიკური კვლევები.

ღ ო რ ი (ტ ა ხ ი) 

მამლის წელი თქვენთვის ბედნიერების მომტანი იქნება. წარმატებას მიაღწევს ის, ვინც დაუღალავათ იშრომებს.

* ღორი (ქალი) – შინაგანი შარმი და საკუთარი თავის ახლებურად აღქმა დაგეხმარებათ ძალების მობილიზაციასა და დასახული მიზნების მიღწევაში. ზაფხულში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. დააბალანსეთ  საკუთარი რაციონი და ჩაიტარეთ პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევა.

* ღორი (მამაკაცი) – შეძლებთ რთული საკითხების მოგვარებას და წარმატების მიღწევას. სწორედ დაგეგმეთ საკუთარი საქმეები და არ გაუშვათ ხელიდან წარმატების მოპოვების შანსი.

* სიყვარული და ოჯახი – წარმატება გელით რომანტიკულ ურთიერთობებში, დაძლიეთ კომპლექსები და ნუ მოერიდებით საკუთარ გრძნობებზე საუბარს. საკმაოდ სასიკეთოა წელიწადი დაოჯახებული წყვილებისთვის, ეცადეთ რაც შეიძლება დიდი დრო გაატაროთ ერთად და მრავალფეროვნება შესძინოთ თქვენს ურთიერთობებს.

* ფინანსები და კარიერა – ეცადეთ სწორად დააბალანსოთ თქვენი შემოსავალი და მთელი წელი შეინარჩუნოთ მატერიალური სტაბილურობა. ფინანსური საკითხების გადაწყვეტისას გამოიჩინეთ თავშეკავება და ნუ გაიმეორებთ სხვათა შეცდომებს.

* ჯანმრთელობა – ზედმეტი ემოცუურობა ნეგატიურ გავლენას მოახდენს თქვენს ჯანმრთელობაზე. ზედმეტი ინფორმაციისგან გასანთავისუფლებლად ხშირად ისაუბრეთ ახლობლებთან რაც დაგეხმარებათ სტაბილური ემოციონალური მდგომარეობის შენარჩუნებაში.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები