9 მაისს აშშ-ში „დედის დღე“ აღნიშნეს. უამრავმა ცნობილმა ადამიანმა სოციალური ქსელის მეშვეობით დედებს, მეუღლეებს თუ ყოფილ მეუღლეებსაც კი სახალხოდ მიულოცა ეს დღე. საზოგადოების დიდი ნაწილი კი მაინც რაიან რეინოლდსის „ინსტაგრამზე“ იყო ჩასაფრებული და მართლაც მსახიობმა თაყვანისმცემლებს იმედი არ გაუცრუა და ჩვეულ იუმორს არ უღალატა.
ფოტო: ბლეიკ ლაივლიმ რაიან რეინოლდსი კვლავ დატროლა
მან მილოცვა თბილი სიტყვებით დაიწყო, თუმცა მალევე მილოცვის ტექსტმა ხასიათი სრულად შეიცვალა.
„შენ ამ ოჯახის სული და გული ხარ, მადლობელი ვარ იმ სინათლისა და სიკეთისთვის, რომელიც ჩვენი ცხოვრების თითოეულ წამში შემოგაქვს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ აეროპორტის ტუალეტში ანონიმური სექსი აქამდე მოგვიყვანდა“, – დაწერა რეინოლდსმა.