ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან პრი ალექსანდრე კობერიძის ფილმს გადაეცა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„ ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრი გადაეცა ალექსანდრე კობერიძის ფილმს სახელწოდებით “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ”.
ფილმი ასევე დაჯილდოვდა კინოფესტივალის კინოკრიტიკოსთა ჯილდოთი.
,,ვულოცავთ ფილმის მთელ შემოქმედებით ჯგუფს!“. – ვკითხულობთ კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.