LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას წერდა ანა მამულაშვილი სიკვდილის შესახებ: „ამაზე ნერვიულობა ცალსახად ეგოიზმია…“

21503
ana-mamulashvili-news

ტელეჟურნალისტი ანა მამულაშვილი ახლახან სიმსივნით გარდაიცვალა. ექიმებმა ვერ შეძლეს მისი გადარჩენა… თავად ანა სიკვდილის თემაზე ხშირად ფიქრობდა და როდესაც მისი მეგობარი, რეჟისორი დაჩი დარჩია გამვლელმა ბაღში სიცოცხლეს გამოასალმა, ტელეჟურნალისტმა მასთან ერთად გადაღებული ფოტო და ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა:

„აი, სულ ახლახან რომ გეკითხათ ჩემთვის, რისი მეშინოდა ყველაზე მეტად, დაუფიქრებლად ვიტყოდი, რომ სიკვდილის. მერე მივხვდი, რომ სიკვდილზე ნერვიულობა ცალსახად ეგოიზმია! დატირებებიც, ზუსტად ასეთივე ეგოისტური გვაქვს: “მე” რა უნდა ვქნა უშენოდ?! “მე” რა მეშველება შენ გარეშე?! უშენოდ “მე” ვერ გავძლებ! “მე” უშენოდ მოვკვდები! “მე” რა დავაშავე… და ა.შ. საკუთარი ეგო წინა პლანზე და ამით გადაქანცული მიცვალებული… მერე ნელ-ნელა მეგობრებმა დაიწყეს “წასვლა”, სული ამეწვა… ხორცების დაგლეჯა მინდოდა… მკვლელის, ლინჩის წესით, მინდოდა დასჯა… ისევ ეგოისტი გავხდი და მივხვდი, რომ თეორიული ცოდნა იმაზე, რომ ეგოიზმია სიკვდილზე ღელვა, პრაქტიკაში ვერ გამოვიყენე.

ერთ რამეში ვერ ვთანხმდებით მე და ღმერთი: ვერ ვპატიობ სამყაროს ისე მოწყობას, რომ დედა შეიძლება შვილის სიკვდილს შეესწროს!

არ შეიძლება ამდენი ენერგია, ემოცია, ამდენი დადებითი ენერგეტიკა, ასე უბრალოდ გაქრეს და უცებ გაშავდეს… სანამ, ჯერ კიდევ თენდება, არ დავიღალოთ სიკეთის თესვით, ყოველი საქმის საწყისად სიყვარული ვაქციოთ, რაც შეიძლება მეტ დადებით ემოციას ჩავჭიდოთ ხელი. სხვა ყველაფერი გაქრება, ყველაფერი დაგვეხარჯება, მოგონებების გარდა.

არ მიყვარს დღევანდელი დღე, იმიტომ რომ დედისერთა ეგოისტი ვარ! აბა, დაჩი რომ ახლა ყველაზე კარგადაა, ამაში როგორ უნდა მეპარებოდეს ეჭვი?!

დიახ, სიკვდილზე ღელვა ეგოიზმია და ადამიანი, ყველაზე დიდი ეგოისტია დედამიწაზე!“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები