LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას წერს სალომე გოგიაშვილის ვიდეომიმართვის შემდეგ ლიკა შენგელია და რას ამბობს სალომე გოგიაშვილი?

1745
სალომე გოგიაშვილი, ლიკა შენგელია (2)

მას შემდეგ, რაც ცნობილმა ტელესახემ, სალომე გოგიაშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ყოფილ მოდელს, ლიკა შენგელიას ჩაქუჩის ჩარტყმის ბრალდების გამო სასამართლოში უჩივლებს, ლიკა შენგელიამ სოციალურ ქსელში მორიგი პოსტი გავრცელა.

ლიკა შენგელია, რომელიც სალომე გოგიაშვილს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში სდებს ბრალს და ამბობს, რომ გოგიაშვილმა ეჭვიანობის ნიადაგზე მას თავში ჩაქუჩი ჩაარტყა, სოციალურ ქსელში წერს, რომ ბევრს სთხოვა დახმარება, თუმცა არავინ დაეხმარა, ამიტომ გადაწყვიტა თავადვე დაეცვა საკუთარი თავი:

„მინდა ყველა ადამიანს დიდი მადლობა გადავუხადო, არ მეგონა ასე თუ ვუყვარდი და მაფასებდა უცხო ადამიანები!

მე ბევრ ადამიანს ვთხოვე რომ დაცვა ამ ქალის ბულინგისა და შანტაჟისაგან , თუმცა არავინ დამეხმარა , ამიტომ ჩემი გონებით როგორც შემიძლია ისე გადავწყვიტე მარტოს დამეცვა თავი. ამ სტატუსს რომ ვწერდი ძალიან კარგად მქონდა გაცნობიერებული რომ მომედავებოდნენ ცილისწამებაზე , რადგანაც ნამდვილად არ მაქვს ხელმოსაკიდი მტკიცებულება იმაზე , რაც მთელმა ქალაქმა ისედაც იცის…მაგრამ! ყველანაირი ჯარიმა მიღირდა მეთქვა ჩემი სიმართლე და თუ რას ვგრძნობ მე, ასევე მიღირდა ამ თურმე სასტიკი ადამიანის სააშკარაოზე გამოყვანა, თუნდაც იმ უამრავი ადამიანის გულის მოსაფხანად და დასაცავად , ვინც ასე და ამაზე მეტად გაამწარა და მათ ვერ გასცეს სათანადო პასუხი…

ისიც ვიცოდი რომ კიდევ უფრო მეტი ნეგატივი წამოვიდოდა მაგრამ მე ჩუმად ვერ ვიქნებოდი დამნაშავესავით ! ჩემი სტატუსი იყო მისი ნამდვილი სახე დაენახა საზოგადოებას და ამის მერე ელაპარაკა მორალზე. მე ვარ თავისუფალი ადამიანი მათგან განსხვავებით და ტელეფონზეც და ქუჩაშიც ნებისმიერ ადამიანს დაველაპარაკები თუ ჩავთვლი საჭიროდ, და ამისთვის არავის ნებართვა არ მჭირდება !ალბათ ეს არის ვითომ ჩემი დანაშაული რომ ნორმალური ადამიანები მგონია ზოგი . დღეს გავიგე რომ უახლოესი მეგობარიც ვყოფილვარ )… ამით მე გემშვიდობებით ყველას და დავასრულებ ამ თემაზე საუბარს… დანარჩენს შევხედავ და ისე გადავწყვეტ როგორ მოვიქცე.

P.s. მე არავისი დაჭერა და დასჯა არ მინდოდა თავიდან , ამიტომ სამწუხაროდ არ ვარ შეიარაღებული კამერებით და ფოტოგრაფებით . თუმცა დღეს ვნანობ რომ თავის დასაცავად მაინც არ მივიღე რაღაც ზომები . დღეს ვხვდები რომ ჩემს გარდა ამ ადამიანს ვერავინ გაანადგურებდა და ვთვლი რომ ეს უკვე მოვახერხე კამერების ფოტოგრაფების და დაცვების გარეშე , ცარიელი ხელებით და მხოლოდ ჩემი სულისკვეთებით და გამბედაობით .. აწი ვისაც რაც უნდა ეცადოს და ამტკიცოს თუ კი ეგ უშველით . რომ მდომოდა მექნებოდა ურთიერთობა და არც მაგის მეშინია. მადლობა ჩემო ადამიანებო , მართალია ამ ომში მე მარტო ვარ , მაგრამ თქვენ ძალიან ბევრი მომეცით თქვენი სითბოთი“ – წერს ლიკა შენგელია.

მინდა ყველა ადამიანს დიდი მადლობა გადავუხდო , არ მეგონა ასე თუ ვუყვარდი და მაფასებდა უცხო ადამიანები ! მე ბევრ ადამიანს…

Posted by Lika Shengelia on კვირა, 10 აგვისტო, 2025

სოციალურ ქსელში სტატუსი გაავრცელა სალომე გოგიაშვილმაც და გამხნევებისთვის მეგობრებს მადლობა გადაუხადა:

„გოგოებო!!! ვინც მსგავს სიტუაციაში ყოფილხართ, იცოდეთ რომ მე თქვენთვისაც ვიბრძოლებ და ეს გამარჯვებაც ჩვენი საერთო იქნება! მადლობა ათასობით წერილისთვის სიყვარულისთვის და გამხნევებისთვის. მიუხედავად ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობის თქვენ ამ ბრძოლის დაწყება შემაძლებინეთ… და გამარჯვებასაც ერთად ვიზეიმებთ “ – წერს სალომე გოგიაშვილი.

გოგოებო!!! ვინც მსგავს სიტუაციაში ყოფილხართ, იცოდეთ რომ მე თქვენთვისაც ვიბრძოლებ და ეს გამარჯვებაც ჩვენი საერთო იქნება!…

Posted by Salome Gogiashvili on კვირა, 10 აგვისტო, 2025

შეგახსენებთ, ტელესახე, სალომე გოგიაშვილი ყოფილ მოდელს, ლიკა შენგელიას ჩაქუჩის ჩარტყმის ბრალდების გამო ცილისწამებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ცრუ ბრალდებების გამო მას სასამართლოში უჩივლებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ემოციურ ვიდეომიმართვაში გოგიაშვილი ამბობს, რომ ბრალდებები, რომელიც მისი მისამართით შენგელიამ სოციალურ ქსელში გააჟღერა, სიცრუეა.

ლიკა შენგელიამ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი ორი დღის წინ გამოაქვეყნა, სადაც სალომე გოგიაშვილს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში დასდო ბრალი. მისი თქმით, გოგიაშვილმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, თავში ჩაქუჩი ჩაარტყა.

სწორედ შენგელიას „ფეისბუკ“ პოსტის პასუხად თქვა გოგიაშვილმა, რომ სასამართლოში ჩივილს აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g