როგორც იქნა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებს, ევროკავშირმა უნდა მიბაძოს! – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„როგორც იქნა! აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებს. ევროკავშირმა უნდა მიბაძოს! წევრი სახელმწიფოების ძვირფასო ლიდერებო, ძვირფასო კაია კალას და მარტა კოს: დროა ლიდერობა აჩვენოთ და თბილისში ჩახვიდეთ.
აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა
საქართველოს მომავალი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის,” – წერს იუკნევიჩიენე.