LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რასაც შენ პარტნიორისგან ითხოვ, ეს შენ ახლა გჭირდება, თუ ეს შენი შინაგანი ბავშვის საჭიროებებია, რომელსაც უნდოდა, რომ მშობელს დაეკმაყოფილებინა, მშობელმა არ დაუკმაყოფილა და ახლა ამის დაკმაყოფილებას პარტნიორისგან ითხოვს“ – ფსიქოთერაპევტი, ილია ნიკაჭაძე

120
ილია ნიკაჭაძე

რატომ ვერ არჩევ შესაფერის პარტნიორს? – ფსიქოთერაპევტი, ილია ნიკაჭაძე ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ პარტნიორულ ურთიერთობებში პრობლემა შესაძლოა იყოს იმაში, რომ კრიტერიუმები, რომელიც შენ გაქვს და რომელსაც პარტნიორისგან ითხოვ, შესაძლოა იყოს არარეალური.

„ხშირად მეკითხებიან ხოლმე -„რა გავაკეთო? რა კრიტერიუმები დავწიო , ანუ სტანდარტები დავტოვო?“

პრობლემა იმაშია, რომ კრიტერიუმები, რომელიც შენ გაქვს აი რასაც პარტნიორისგან ელოდები და ითხოვ, რამდენად რეალური კრიტერიუმებია? – რასაც შენ პარტნიორისგან ითხოვ, ეს შენ ახლა გჭირდება, თუ ეს შენი შინაგანი ბავშვის საჭიროებებია, იმ ბავშვის საჭიროებები, რომელსაც უნდოდა, რომ მშობელს დაეკმაყოფილებინა, მშობელმა არ დაუკმაყოფილა და ახლა ამის დაკმაყოფილებას პარტნიორისგან ითხოვს.

დაფიქრდი, რეალურად შენ გჭირდება პარტნიორი, რომელიც მატერიალურად უზრუნველგყოფს? – შენ არ შეგიძლია შენი თავის მატერიალური უზრუნველყოფა? დააკვირდი პირადი ურთიერთობების მთავარი პრინციპი არის, რომ არ მოსთხოვო პარტნიორს ის, რაც შენ თავად შეგიძლია შენს თავს გაუკეთო.

შენ თუ ბავშვობის დაუკმაყოფილებელ სურვილებს მოაშორებ შენ კრიტერიუმებს, საკმაოდ ცოტა და საკმაოდ კონკრეტული რაღაცები დარჩება, რაც პარტნიორისგან გჭირდება და დამიჯერე, პარტნიორს, რომელსაც შეუძლია ამის მოცემა, ძალიან მარტივად და სწრაფად იპოვი“, -ამბობს ილია ნიკაჭაძე.

Dio magti 5g