ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდიასთან ერთად გადაღებულ ემოციურ კადრებს აზიარებს და წერს:.
„თითებს თავის ნებაზე ვერ შლის. კიდევ ბევრ რამეს ვერ აკეთებს თავის ნებაზე. რასაც ყოველთვის, ყველაზე მძიმე მდგომარეობაშიც კი ახერხებს, მეფერება სადაც მომწვდება, თუნდაც ასე, გაუშლელი თითებით… ამიტომ მჯერა, რომ გავიმარჯვებთ.
სიყვარულის დღეს გილოცავთ“, – წერს ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში.
ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს საკუთარ სახლთან დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. შემდეგ კი მკურნალობის კურსს გერმანიაში გადიოდა.