LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაში დასჭირდა სუსს მორიგი ტყუილის გავრცელება?! მარტივია – ამ განცხადებით, მათ ამერიკის სახდეპს რუსეთის აგენტის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე უპასუხეს“ – კახა ოქრიაშვილი

138
ოქრიაშვილიკახა

„რაში დასჭირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მორიგი ტყუილის გავრცელება?! მარტივია – ამ განცხადებით, მათ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს რუსეთის აგენტის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე უპასუხეს“, – ამ განცხადებით პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი სუსის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „ევრომაიდნის“ მოწყობას გეგმავს.

სუს-ი: გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა

ოქრიაშვილის თქმით, სუსს მსგავსი განცხადებები წარსულშიც არაერთხელ გაუკეთებია და ყველა მათგანი ტყუილი აღმოჩნდა.

„დღეს სუსმა გაავრცელა ინფორმაცია, არა შესაძლო, არამედ უკვე დაგეგმილ ე.წ. სახელმწიფო გადატრიალებაზე. სუსს წარსულშიც არაერთხელ გაუკეთებია მსგავსი განცხადებები და ყველა მათგანი ტყუილი და „ფეიკი“ აღმოჩნდა.

„ოცნებამ“ უთხრა სუსს მოგვეჭრა ფარცხალაძეზე თავი, დავიწვით რუსებთან რომ ვართ ჩახუტებულები და ქენით რამეო – სუსმაც ამოღერღა „ნაცები“ და უკრაინელები გადატრიალებას ამზადებენო“ – ელისაშვილი

რაში დასჭირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მორიგი ტყუილის გავრცელება?! მარტივია – ამ განცხადებით, მათ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს რუსეთის აგენტის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე უპასუხეს.

ამით ფაქტობრივად თქვეს, რომ ამერიკა, ევროპა და უკრაინა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ.

„ჩვენ არ დავუშვებთ უკრაინის ომის ან „მაიდნის“ განმეორებას საქართველოში. შეეგუოს ყველა, საქართველოში რევოლუცია არ იქნება!“ – დიმიტრი ხუნდაძე

ხუნდაძის მოსაზრებით, საქართველოში დაგეგმილ დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობის აღება იმ უცხოელ „ლობისტებსაც“ მოუწევთ, რომლებიც „ქართულ რადიკალურ ოპოზიციას მუდმივად აქეზებენ“.

სუსის ხელმძღვანელობა, პარლამენტის წევრები „ოცნებიდან“ და თბილისის მერი კახი კალაძე ერთად გადაეფარნენ ფარცხალაძეს, ცდილობენ მის „გაპრავებას“ და მისი დასანქცირების საფუძვლიანობისა და მოტივაციის ეჭვქვეშ დაყენებას.

შეგახსენებთ, ბატონმა კალაძემ 170 000 ევროდ შეფასებული ავტობუსები 250 000 ევროდ იყიდა და ამ ფაქტზე გამოძიება დღემდე არ არის დაწყებული. ასე რომ, მათგან მომავალშიც ბევრ იუმორისტულ განცხადებას მოვისმენთ“. – აცხადებს კახა ოქრიაშვილი, რომლის განცხადებასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ეს პირდაპირ რუსეთიდანაა ნაკარნახევი და დაკავშირებულია ჩვენს საქმიანობასთან – ქართული ლეგიონის მებრძოლების ხელით ძალიან ბევრი რუსი კვდება“ – მამულაშვილი სუსის განცხადებაზე

 

 

mazda magti 5g