„ოცნებამ უთხრა ალბათ სუსს მოგვეჭრა ფარცხალაძეზე თავი. დავიწვით რუსებთან რომ ვართ ჩახუტებულები და ქენით რამეო“, – ამ განცხადების პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავს.
ელისაშვილი ეჭვობს, რომ სუსი ახლა „რაღაც ჩანაწერს“ დადებს:
„ეს პირდაპირ რუსეთიდანაა ნაკარნახევი და დაკავშირებულია ჩვენს საქმიანობასთან - ქართული ლეგიონის მებრძოლების ხელით ძალიან ბევრი რუსი კვდება“ – მამულაშვილი სუსის განცხადებაზე
„რუსეთში ლეგიონის წევრების წინააღმდეგ სასამართლო ჩატარდა, ამ ადამიანებს სხვადასხვა მუხლი მიუსაჯეს. შეიძლება, ეს იყოს მცდელობა, რუსეთს გადასცენ ეს ადამიანები, ვინც საქართველოში ჩამოდიან“, – ამბობს მამუკა მამულაშვილი.
„ოცნებამ უთხრა ალბათ სუსს მოგვეჭრა ფარცხალაძეზე თავი. დავიწვით რუსებთან რომ ვართ ჩახუტებულები და ქენით რამეო. სუსმაც ამოღერღა სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენ ნაცები და უკრაინელებიო.
ეჭვი მაქვს ახლა რაღაც ჩანაწერებს დადებენ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სუსი ძალიან სევდიანი და ღიმილის მომგვრელი სტრუქტურა გახდა. ოცნება უნდა წავიდეს! ნაცები არ უნდა მოვიდნენ!“ – წერს ალეკო ელისაშვილი.