LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაში ხარჯავენ ადგილობრივი ვიზიტორები თანხას საქართველოში – საშუალო ხარჯი თვეში 245 მილიონი ლარია

127
shopping-in-trivendram-1280x720

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 174.8 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 457.0 ათასი ერთეული შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა შემცირდა 5.2 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 5.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

„საქსტატის“ თანახმად, 2023 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 244.7 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 16.5 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 10.4 პროცენტით და 167.9 ლარს უტოლდება.

ადგილობრივი ვიზიტორების მიერ 2023 წლის 1-ელ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების განაწილება კატეგორიების მიხედვით ასეთია:
  • საყიდლები – 90.5 მლნ ლარი (ვიზიტზე – 62.1 ლარი);
  • საკვები და სასმელი – 50.5 მლნ ლარი ( ვიზიტზე – 34.7 ლარი);
  • ტრანსპორტი – 48.2 მლნ ლარი (ვიზიტზე – 33.1 ლარი);
  • განთავსება – 12.6 მლნ ლარი (ვიზიტზე – 8.7 ლარი);
  • გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები – 2.9 მლნ ლარი (ვიზიტზე – 2 ლარი);
  • სხვა – 39.9 მლნ ლარი (ვიზიტზე – 27.4 ლარი).
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g