სოფო ჭყონიამ ვრცელი ინტერვიუ მისცა დათო გორგილაძეს მისი საავტორო გადაცემისთვის, რომელიც „პირველი არხის“ ეთერში გადის.
მრავალ საინტერესო თემასთან ერთად, „მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის“ დამფუძნებელმა თბილისში ისაუბრა იმის შესახებ, თუ რაში უყვარს ყველაზე მეტად ფულის დახარჯვა.
სოფო ჭყონია:
ძალიან პოპულისტური პასუხი გამომივა, მაგრამ ალბათ, ქველმოქმედებაში ვხარჯავ ყველაზე მეტ ფულს.
სხვათა შორის, შოპინგზე არა…
ერთადერთი, ძალიან მიყვარს ვინტაჟური სამოსი. ახლაც მაცვია „მარჯიელას“ პერანგი, რომელიც ძალიან ძველია. ხშირად ვეძებ ვინტაჟს სხვადასხვა საიტზე და ამაში მიყვარს ფულის დახარჯვა, გააჩნია, რას აღმოვაჩენ ხოლმე.