LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი ამაღლობელი: „ხელისუფლების მიზანი ქვეყნის ბოლომდე წელში გადატეხა და ასე, ამ მეთოდებით უკვე დარჩენილი საქართველოს რუსეთში შეთრევაა…“

145
ratiamaglobeli

პოეტი რატი ამაღლობელი საქართველოში შექმნილ ვითარებას აფასებს და ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი საქართველოში რუსეთთან დაახლოებისთვის კეთდება.

გთავაზობთ მის სტატუსს:

„დიდი ძალაა საჭირო, რომ ამას გაუძლო და შეინარჩუნო საღი, ადამიანური განსჯისა და მოქმედების უნარი, არადა, ყველაფერს იმისთვის აკეთებს ეს სამარცხვინო ხელისუფლება, რომ მათსავით დავკარგოთ სახე, წარმოუდგენელი სიღრმეების უფსკრულში ექაჩება ქვეყანას „ოცნება”, ქვეყანას იმიტომ ვამბობ, რომ სახელმწიფოსგან ნამსხვრევიც არ დატოვეს ამათმა.  ეჭვის ნატამალიც აღარაა, რომ მათი მიზანი დიდი სისხლისღვრაა, ამ ქვეყნის ბოლომდე წელში გადატეხა და ასე, ამ მეთოდებით უკვე დარჩენილი საქართველოს რუსეთში შეთრევა. (თუ უკვე შეთრეულები არ ვართ)“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g