LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი ბრეგაძე: „მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოდან საჩივარი გამოიხმო“

121
რატი ბრეგაძე და მიხეილ სააკაშვილი

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდნეტმა, მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოდან საჩივარი გამოიხმო.

მინისტრის თქმით, სააკაშვილის ადვოკატი წერილში აღნიშნავს, რომ ამჟამად ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო.

როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, უწყებამ შესაბამისი წერილი უკვე გაგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ ყოფილა სიცოცხლისთვის საშიში, რაც დადასტურდა თავად სტრასბურგის სასამართლოს მიერ, როდესაც მსჯავრდებულს მკურნალობის მიზნით პოლონეთში გადაყვანაზე უარი ეთქვა.

სააკაშვილი: „არჩევნებში „ოცნების“ დამარცხების შემდეგ უნდა დამტკიცდეს წინასწარ შეთანხმებული მთავრობა, რომელშიც აპოლიტიზირებული, საზოგადოებისთვის ცნობილი სპეციალისტები შევლენ.. ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე წინასწარ უნდა შევთანხმდეთ“

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 25 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან იუსტიციის სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის მსჯავრდებულ სააკაშვილის წერილი სტრასბურგის სასამართლოდან მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.

18 აპრილით დათარიღებულ წერილში სააკაშვილის ადვოკატი აღნიშნავს, რომ ამჟამად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო. ევროპული სასამართლოს მიერ იუსტიციის სამინისტროს ეთხოვა კომენტარის გაკეთება 10 მაისამდე ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ევროპარლამენტარები, პირველ რიგში, მხარს უჭერენ ქვეყანას, მაგრამ ასევე მხარს უჭერენ ჩემს შვილს, რაც ძალიან მახარებს – გიული ალასანია

„რამდენი რეზოლუცია მიიღეს უკვე პერსონალურად ჩემს შვილთან, მის თავისუფლებასთან დაკავშირებით“.

ჩვენ დღეს გავაგზავნეთ შესაბამისი პასუხი, რომელშიც აღნიშნავთ, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ ყოფილა სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი, რაც დადასტურდა თავად სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2023 წლის 11 მაისს, როდესაც მსჯავრდებულ სააკაშვილს უარი ეთქვა მკურნალობის მიზნით პოლონეთში, კერძოდ, ვარშავის კლინიკაში გადაყვანაზე.

ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ვთხოვეთ, გვაცნობონ განსახილველ საქმეთა ნუსხიდან საქმის ამორიცხვის ფაქტი“. – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

პოპულარულები