LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრეზიდენტი სააკაშვილის მოსაზრებები ჩემთვის ყოველთვის იქნება გადამწყვეტი“ – თინა ბოკუჩავა

133
2024-07-09_23-48-36_290771

პრეზიდენტი სააკაშვილის მოსაზრებები ჩემთვის ყოველთვის იქნება გადამწყვეტი, – აღნიშნულის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი ყველაზე ცხადად ხედავს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა.

„მიხეილ სააკაშვილი ჩვენი მოძრაობისთვის უდიდესი ელექტორალური ძალაა. ზუსტად ვიცი, რომ ის ყველაზე ცხადად ხედავს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა. პრეზიდენტი სააკაშვილის მოსაზრებები ჩემთვის ყოველთვის იქნება გადამწყვეტი, როდესაც რაიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე მიდგება საქმე“, – აცხადებს თინა ბოკუჩავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები