LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი ბრეგაძე – სააკაშვილის ექსტრადაციაზე უკრაინულ მხარეს არ მოუმართავს, ჰუმანიტარული მიზნებით გაყვანა, როგორც ასეთი, არ არსებობს, თუ საუბარია მკურნალობაზე, ჩვეულებრივად მკურნალობს კლინიკაში

138
rati-bregadze_w_h

ექსტრადაციასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს ნამდვილად არ მოუმართავს. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

„ექსტრადაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, სააკაშვილს დანაშაული უნდა ჰქონდეს ჩადენილი უკრაინაში და უკრაინული მხარე ითხოვდეს მათთვის დამნაშავის გადაცემას. ექსტრადაციასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს ნამდვილად არ მოუმართავს. ჰუმანიტარული მიზნებით გაყვანა, როგორც ასეთი, არ არსებობს. თუკი საუბარია მკურნალობაზე, ის მკურნალობს კლინიკაში ჩვეულებრივად. იცით, რომ ჰუმანიტარული მიზნებით გაყვანაზე ადრე იყო გარკვეული საუბრები, რაზეც ყველა დონეზე ნებისმიერ სასამართლოში ითქვა უარი. სჯობს, ყველამ მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას და ყველამ მოუწოდოს სააკაშვილს, სრულად დაემორჩილოს ექიმების მოთხოვნებს, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად იქნება. ჩვენი ინტერესი როგორც სააკაშვილთან, ისე ყველა სხვა პატიმართან დაკავშირებით არის ერთადერთი, რომ მათ ჰქონდეთ კარგი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები