LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი ბრეგაძის თქმით, ელჩებთან დღევანდელ შეხვედრაზე სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა

186
BeFunky-collage - 2023-02-28T003327.913

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ საქართველოში ევროკავშირისა და შვედეთის ელჩებთან დღევანდელ შეხვედრაზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა.

„3 სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია გავრცელდა დროის მოკლე მონაკვეთში.

დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საზღვარგარეთ, მით უმეტეს რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, გადაყვანაზე.

პატივს ვცემ მედიის თავისუფლებას, თუმცა საზოგადოება უნდა იყოს სწორად ინფორმირებული”, – წერს ბრეგაძე.

შეგახსენებთ, რომ პაველ ჰერჩინსკიმ იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით დემარში გადასცა.

„ევროკავშირის ქვეყნებმა დემარშით სააკაშვილის გარემოცვას მიმართონ” – გია ვოლსკი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g