LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი დურგლიშვილი: არასოდეს შევთავაზებ მაყურებელს იმას, რაც მე არ მომწონს

16

გადაცემის სტუმარი მომღერალი რატი დურგლიშვილი იყო. საუბარი მისი ორი ახალი კლიპისა და სამომავლო გეგმების შესახებ წარიმართა.
– რატი, პირველ რიგში როგორ ხარ?
– დაღლილი, მაგრამ სასიამოვნოდ დაღლილი. ვემსახურები ჩემს საყვარელ საქმეს, ვცხოვრობ, ვიყურები წინ და ვარ ასე.

და ხარ მარტო…
– ჩემი მეუღლე მუსიკაა, ყველანაირ ფიქრს მას ვუზიარებ.
როგორი უნდა იყოს შენი მეორე ნახევარი?
– ისეთი, როგორიც არის და რაც მთავარია, არ უნდა იყოს მატყუარა.

სხვათაშორის, ამ ყველაფერის, რომ ტყუილი ასე არ მიყვარს, თავისი ისტორია აქვს. დაახლოებით 6 წლის ვიყავი, დედის დღე მოდიოდა, არ მქონდა ფული, ამიტომ მოვიპარე წინდები, შევფუთე და დედას ვაჩუქე. ის, რა თქმა უნდა, მაშინვე მიმიხვდა და დამემუქრა, რომ ინტერნატში ჩამაბარებდა, რაც ძალიან განვიცადე, რადგან დედაც და მამაც ძალიან მიყვარდა. მიმიყვანეს მაღაზიაში, მიმაბრუნებინეს წინდები, მახდევინეს ბოდიშები. მას შემდეგ ხშირად ვიხდი ბოდიშსაც და მადლობასაც.

– ამერიკაში იყავი, სადაც გადაიღე ორი კლიპი…
– დიახ, ნამდვილად ასეა. ერთ-ერთის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში შედგება, მეორე ცოტა მოგვიანებით იქნება მზად. ცოტა უხერხულია ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი, მაგრამ უმაღლესი ხარისხის ვიდეოები იქნება, ზუსტად ის კადრებია, რაც მე მიყვარს. მას შემდეგ, რაც P.S.-ში სიუჟეტი გავიდა, ხალხი უზომოდ დიდ სითბოს გამოხატავს და ელოდება ამ კლიპს, რაც უზომოდ მახარებს. მინდა, რომ გავამართლო მათი მოლოდინი და ვიტყვი იმასაც, რომ არასოდეს შევთავაზებ მაყურებელს იმას, რაც მე არ მომწონს.

– აუცილებლად უნდა შევეხოთ დუეტ „ჯორჯიას“ თემას. როგორ აფასებს მაკა შენს ამჟამინდელ სოლო-შემოქმედებას?
–  პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს ჯგუფი არამარტო ჩემი, არამედ ქვეყნის სიამაყე და წარმატებაა. შესაბამისად მაკა ჩემი ცხოვრების ნაწილია და რაც არ უნდა დაიშალოს ჯგუფი და აღარ არსებობდეს, იმდროინდელი წარმატება და პოპულარობა სულ იარსებებს. დუეტმა თავისი თქვა და მას მეტი აღარაფრის გაკეთება აღარ შეეძლო. მაკა ძალიან გვერდში მიდგას და ძალიან უხარია, როდესაც საქმე კარგად მიმდის. მეც შესაბამისად, მისი წარმატება ყოველთვის გულით გამიხარდება.

წარმატებებს გისურვებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები