მოცეკვავეების წყვილი რატი გაჩეჩილაძე და კარინა ლისენკო ბავშვს ელოდებიან.
კარინა ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება ამ მოლოდინის შესახებ:
„რატი ძალიან მზრუნველი ადამიანია. სულ ცდილობს, ჩემ გვერდით იყოს, ჩემთან ერთად ეცნობა იმ ლიტერატურას, რაც ბავშვის დაბადებისას დაგვჭირდება. რატის ძალიან მადლობელი ბარ, რადგან ყოველთვის, ყველა ეტაპზე მისგან სრულ მხარდაჭერას ვგრძნობ. იმისთვის, რომ თავი არ დავიტვირთო ზედმეტი აქტიურობით, ბევრ ჩემს გასაკეთებელ საქმესაც აკეთებს.
როგორ შეთანხმდით, დაესწრება რატი მშობიარობას?
დიახ, ამას ვგეგმავთ. არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, იცი, რომ რატი მშობიარობის პროცესში ჩემ გვერდით იქნება. ვიცი, მისი მხარდაჭერა დამეხმარება ძალიან ბევრ რამეში…“