მუსიკოსის, Puff Daddy-ის სკანდალური საქმის შემდეგ, უამრავი კონსპირაციული თეორია ვრცელდება, რომელთა შორის ყველაზე პოპულარული მაიკლ ჯექსონის საქმეა. ერთი მხრივ, უკვე არავინ მალავს, რომ პოპის მეფის გარდაცვალება საიდუმლოებით არის მოცული. მედიაში წერენ იმის შესახებ, რომ აქ შესაძლოა, ჯეი ზის, Puff Daddy-სა და ბიონსეს ბრალეულობა გამოიკვეთოს. ამ თეორიის თანახმად, მაიკლ ჯექსონის სიკვდილი სწორედ Puff Daddy-ს და ჯეი ზის აწყობდათ, რადგან ბიონსე რეიტინგების სათავეში მოექციათ. სწორედ აქვე ჩნდება ვერსია 90-იანი წლების ამომავალი ვარსკვლავის, ალიას ტრაგიკულ სიკვდილზეც. თუ აქამდე ალიას გარდაცვალება უბედურ შემთხვევად განიხილებოდა, ახლა მას ჯეი ზისა და შონ კომბსის სკანდალურ საქმეებს მიაწერენ. ამბობენ, ალია, რომელმაც პოპულარობის ყველა რეიტინგი მოხსნა, ბიონსეს წინსვლაში ხელს უშლიდა. ამავე ვერსიით, სწორედ ამ სქემას შეეწირა მუსიკოსი ლიზა ლოპესიც, რომელიც Left Eye-ის ფსევდონიმით იყო ცნობილი.
ამავე თეორიის გაგრძელება გახლავთ მაიკლ ჯექსონის სიკვდილის უცნაური გარემოებები. სწორედ ახლა, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა 2011 წელს ვირუსულად გავრცელებული ვიდეო, სადაც უცნობმა წყვილმა პარიზის ქუჩებში სეირნობისას, ვითომდა მაიკლ ჯექსონის გადაღება მოახერხა. მაშინ ეს ვერსია ბევრმა არ დაიჯერა, თუმცა დღეს ეს ვიდეო ისევ საუბრის საგანი ხდება. რეალურად, ჯექსონმა ბევრჯერ სცადა საზოგადოებისთვის სიმართლის მოყოლა Puff Daddy-ისა და ჯეი ზის კლანზე, თუმცა ბოლომდე სიმართლის თქმის ეშინოდა. ზოგს სჯერა, რომ ჯექსონმა სიკვდილის ინსცენირება მოაწყო და ახლაც ცოცხალია.
არადა, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ Puff Daddy-ის ყოფილმა მეგობარმა ქალმა რეპერის წინააღმდეგ საქმე აღძრა, სადაც ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. სწორედ აქედან გავიდა გამოძიება მუსიკოსის დახურული წვეულებების კვალზე. ასე გახდა ცნობილი, რომ პროდიუსერი უამრავ კრიმინალურ საქმიანობაში იყო ჩართული, მათ შორის ტრეფიკინგშიც. ამ ფაქტების გახმაურების შემდეგ, უკვე ბევრი არტისტი ღიად ალაპარაკდა იმაზე, თუ რა ჯოჯოხეთს გადიოდა შოუბიზნესში კლანური გავლენების გამო.
ყველაფერი კი თავდაყირა დააყენა ჯეი კოულის ცნობილმა ჰიტმა She Knows, რომლის შინაარსი ახლა გაიშიფრა. საქმე ისაა, რომ სიმღერაში რეპერი ახსენებს გარდაცვლილ არტისტებს. ფრაზა she knows, კი იშიფრება, რომ ბიონსემ „ყველაფერი იცის“. აქვე არის მითითება მის გვარზე, ნოულსზე.