ლას ვეგასში UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა (18-4) შონ ო’მალი (18-2) მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონით კატეგორიის ჩემპიონი გახდა.
ბრძოლის ერთ-ერთ ეპიზოდში მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალის აკოცა.
დვალიშვილის თქმით, მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ მეტოქეს სრულად აკონტროლებდა და დომინირებდა.
“ო’მალის იმიტომ ვაკოცე, რომ მასზე ვდომინირებდი და ბოლომდე ვაკონტროლებდი. მსურდა, რომ ეს ეგრძნო”, – განაცხადა დვალიშვილმა.