LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ამბობდა გულიკო ჩაფიძე უარს ედუარდ შევარდნაძის პირად ექიმობაზე

513
BeFunky-collage - 2022-10-24T003742.867

ცნობილი კარდიოლოგი, გულიკო ჩაფიძე გადაცემაში “სხვა კითხვები ნიკოლოზისგან” განმარტავს მიზეზს, თუ რატომ ამბობდა თავდაპირველად უარს, ყოფილიყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის პირადი ექიმი.

“მაშინ იყო ასეთი ტენდენცია, არსებობდა მეოთხე სამმართველო, სადაც დამსახურებულ ხალხს აწვენდნენ. მკურნალობას და ავადმყოფის ყოფნას კლინიკაში პაციენტი წყვეტდა. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, არ შემიძლია რაიმე ჩარჩოებში მოქცევა. კონსილიუმზე დავდიოდი, მაგრამ ძალიან იშვიათად. ვცდილობდი არ წავსულიყავი. მესმოდა, რომ ცეკას მდივანი იყო და უფრო მეტი პრეტენზიები ექნებოდა. მეოთხე სამმართველოს უფროსი მეუბნებოდა, რომ ყოველდღე სთხოვდნენ გავეშვი შევარდნაძესთან. მითხრა: ჰგონიათ, რომ მე ვამბობ უარს და წამომყევი ერთხელო. მოკლედ წავედი, ვიყიდეთ ყვავილები. შესვლისთანავე ისე შემხვდნენ, რომ ბევრი არც მიფიქრია. ვისაუბრეთ და შევთანხმდით დაწყების თარიღზე. ამით დამთავრდა ყველაფერი”, – საუბრობს გულიკო ჩაფიძე.

ამავე თემაზე:

გულიკო ჩაფიძის ცხოვრების ტრაგედია: „უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, მაგრამ ცა ჩამომექცა… ამას თუ ცხოვრება ჰქვია, ვცხოვრობ…“

“ყოველდღე მოჰქონდა ყვავილები…იცოდა, რომ ძალიან მიყვარდა” – გულიკო ჩაფიძე მეუღლეზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g