პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ვაჟს, პრინც არჩის 2 წელი შეუსრულდა. პირველი ოფიციალური მისალოცი ბარათი დედოფალმა ელისაბეთმა გამოაქვეყნა, ამას მოჰყვა პრინცი ჩარლზის მილოცვა, შემდეგ კი არჩის დაბადების დღე პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა მიულოცეს.
საღამოსკენ კი თავად პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ პატარა არჩის ახალი ფოტო გამოაქვეყნეს. ფოტოზე არჩი ქუჩაში დგას, სავარაუდოდ მონტესიტოს სახლის მახლობლად და ხელში ბუშტები უჭირავს. არჩი ზურგით არის გადაღებული, ამიტომ ფოტოზე მისი სახე არ ჩანს. ფოტოს მალევე მოჰყვა კომენტარები, მეტწილად ინტერნეტმომხმარებლები წერდნენ, რომ არჩის ზურგით გადაღება ცუდი ტონია; „რატომ არ ჩანს არჩის სახე?“ – წერენ გულშემატკივრები.



