LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ დაიწყო პოლიციამ გამოძიება ფოტოგრაფის ზარის შემდეგ – შაქარაშვილის საქმის მთავარი კითხვები

1060
გიორგი

19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გაჩენილი ლეგიტიმური კითხვები და საზოგადოება გამოძიების პასუხის მოლოდინში – რა არის ის მთავარი შეკითხვები, რაზეც ამ დრომდე უკვე უნდა გაეცა პასუხი გამოძიებას და რა ეჭვები თუ ვარაუდები იკვეთება პროცესში – ამ თემაზე დღეს რადიო “ფორტუნას” დღის თემაში ადვოკატმა ლევან სამუშიამ ისაუბრა.

მისი თქმით, პირველ რიგში დასადგენია, რატომ არ დაიწყო პოლიციამ გამოძიება ფოტოგრაფის ზარის შემდეგ.

“როდესაც ფოტოგრაფმა დარეკა საპატრულო პოლიციაში და გამოიძახა, არ აქვს მნიშვნელობა, ამის შემდეგ ზარი გააუქმა თუ პატრულს უთხრა, რომ კონფლიქტი დასრულებული იყო. კანონი ავალდებულებს პოლიციას, რომ ამ საქმეზე გამოძიება დაეწყო. ეს არის კანონი პირდაპირი მოთხოვნა. ამის მოტივია დასადგენი. გამოძიების დაწყების შემთხვევაში, დანაშაული თუ უნდა მომხდარიყო, პრევენცია მოხდებოდა, მოწმეებს გამოკითხავდნენ და ა. შ. ამის გარდა, თუ პირთა წრე ცნობილი იყო, მაშინვე რატომ არ დააკავეს, რატომ გავიდა 4-5 დღე დღე. ეს იმიტომ უნდა მომხდარიყო, რომ არ მოეხდინათ მოწმეებზე ზეწოლა და მტკიცებულებების განადგურება”, – ამბობს სამუშია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g