LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ „არ გამომიმუშავდა“ ანტისხეულები ვაქციინაციის შემდეგ? – თამარ ჟამურაშვილი მიზეზს განმარტავს

628
befunky-collage-3-2020-10-10-09-06-41-340781

ექიმი-პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი, რომელიც ბერლინში შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციურ განყოფილებაში მუშაობს, სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ კითხვას პასუხობს.

მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

❓რატომ „არ გამომიმუშავდა“ ანტისხეულები ვაქციინაციის შემდეგ?
ეს შეკითხვა დღეში რამდენჯერმე მაინც მომდის და როგორც ვხედავ სოციალურ ქსელშიც ხშირად განხილვადი საკითი გახდა.
მიზეზი მარტივია!
❗ლაბორატორია სპეციალური სინჯის გარეშე ვერ სინჯინავს იმ კონკრეტულ ანტისხეულებს, რომლებიც ვაქცინაციის შემდეგ გამომუშავდება.
❗ინფექციის გადატანის შემდეგ გამომუშავდება ე.წ. N- ანუ ანტისხეულები ნუკლეოკაპსიდის წინააღმდეგ, რომელზეც დღევანდელი ლაბორატორიების სინჯებია გათვლილი.

ვაქცინაციის შემდეგ კი გამომუშავდება ე.წ. S- ანუ სპაიკ-პროტეინის საწინააღმდეგო ანტისხეულები, რომელთა დეტექციაც სპეციალური ანუ სწორედ ამ ანტისხეულებზე გათვლილი რეაქტივის გარეშე ვერ ხდება.

‼ ვაქცინაციის შემდეგ ანტისხეულების გამოკვლევა მიზანშეწონილი ნამდვილად არ არის, რადგან ჰუმორული (ანტისხეულები) იმუნიტეტის გარდა ვითარდება ე.წ. უჯრედული იმუნიტეტი, რომლის შესამოწმებლადაც ლაბორატორიული პარამეტრები არ გაგვაჩნია.

‼ თუ მაინც და მაინც მოინდომებთ ანტისხეულების შემოწმებას, აჯობებს გაარკვიოთ იკვლევს თუ არა მოცემული ლაბორატორია სწორედ იმ ანტისხეულებს, რომელიც თქვენ გჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ტყუილად დახარჯული თანხა და უსაფუძვლო იმედგაცრუება გამოგდით”- წერს ექიმი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g