LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რატომ არ განათდა მსოფლიო თურქეთის დროშისფრად?!”- პასუხი ფრანგულ ილუსტრაციას

114

ფრანგულმა გაზეთმა Le Monde  დაბეჭდა ილუსტრაცია, რომლითაც ბრიუსელს მომხდარი ტერაქტების გამო მხარდაჭერა გამოუცხადა.

ნახატზე, რომელიც მხატვარ პლანტუს ეკუთვნის, ნაჩვენებია საფრანგეთისა და ბელგიის დროშები, რომლებიც ერთმანეთს ეხუტებიან. ქვემოთ კი მოცემულია ტერაქტების თარიღები პარიზსა და ბრიუსელში.

CeJYjSsW4AE6AOk

გაზეთის ნომრის გამოსვლის შემდეგ ნახატმა ბევრი ადამიანი აღაშფოთა – ისინი სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მსოფლიო შესამჩნევად აიგნორებს თურქეთს, სადაც ტერაქტებს ბევრი ადამიანი ემსხვერპლა.

„სად იყო ილუსტრაცია, როდესაც ტერორისტებმა თურქეთში ხალხი დახოცეს? რატომ არ განათდა ევროპა თუქეთის დროშის ფერებში, ანკარაში მომხდარი კოშმარის შემდეგ?!“ – წერს იასმინ აჰმედი.

Le Monde-ს ნახატის პარალელურად სოციალურ ქსელებში გავრცელდა ილუსტრაცია, სადაც ბელგიისა და საფრანგეთის დროშებთან ერთად არის თურქეთის დროშაც, რომლის ქვეშ არა ერთი, არამედ  ოთხი ტერაქტის თარიღია მითითებული.

CeOhBrxWEAAOYrz

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g