დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განმარტა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები რით განსხვავდება სამშენებლო მასალების მაღაზიებისგან.
იმნაძემ „POSTV“- ის ეთერში განმარტა, რომ ტანსაცმელს ყიდვის დროს იზომავენ ადამიანები და სამშენებლო მაღაზიებისგან სწორედ ეს რისკები განასხვავებს.
“თუ ეს ვიღაცას არ ესმის, იმას მინდა გავაგებინო, თუმცა ძალიან კარგად იციან რატომაც არის ეს განსხვავება და მაინც ამას „აწვებიან“, რომ რა განსხვავებაა თურმე, ტანსაცმლის მაღაზიაში წავა თუ სამშენებლო მაღაზიაში. ცემენტის ტომარას ხომ არ ვიზომავთ არა, მივდივართ და ვყიდულობთ, პიჯაკს რომ ვყიდულობთ, ან ფეხსაცმელს, უნდა მოიზომო და ხომ არის რისკებში განსხვავება?!“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.