LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ მივიდნენ მმართველი გუნდის წევრები უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროს დავით გობეჯიშვილის დაკრძალვაზე? – რას პასუხობს პრემიერი

316
4A986EAF-84CE-4BB5-A990-902C56CC5049_cx0_cy6_cw0_w1200_r1

ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, თუ რატომ არ მივიდნენ მმართველი გუნდის წევრები უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროს დავით გობეჯიშვილის დაკრძალვაზე პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს.

“კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ საერთოდ გარდაცვლილი ადამიანებით სპეკულირებას თავი დაანებეთ. მე სამძიმარს ვუცხადებ ყველა გარდაცვლილის ოჯახს და ოჯახის წევრებს. მინდა ჩემი გულისტკივილი გამოვხატო კიდევ ერთხელ. სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მომხდარიყო ღირსეულად მათი ჩამოსვენება და სამხედრო პატივით დაკრძალვა, ისე როგორც სამხედრო ყოფილ ოფიცრებს და ვეტერანებს შეეფერებოდა რომლებიც ჩვენი ქვეყნის საქართველოს ტერიტორიის დაცვისთვის წარმოებულ ომებში იღებენ მონაწილეობას. ასე იქნება, რა თქმა უნდა. მე კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ ყველას, თქვენ ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს, რომ გარდაცვლილი სამხედროებით მათი სიკვდილით, ამ უბედურებით, ტრაგედიით, ნუ შევეცდებით გარკვეული დივიდენდების მიღებას, ეს არის უზნეობა, ეს არის ამორალურობა,” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g