ბრინჯი
ბრინჯი აზიური სამზარეულოს საძირკველი და კვების ძირითადი ელემენტია. ის არამატრტო გარნირი, არამედ პურის შემცვლელია და იაპონური დიეტის მთავარი ელემენტიც არის. თუმცა იაპონელები მას ისე არ ამზადებენ, როგორც ჩვენ მივეჩვიეთ: არ უშვრებიან მარილსა და ცხიმს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ ხარშავენ, უბრალოდ წყალში ალბობენ.
თევზი
იაპონელები თითქმის არ ჭამენ ცხიმიან ხორცს, სამაგიეროდ ვერ წარმოუდგენიათ რაციონი ზღვის პროდუქტების გარეშე, ხოლო გასუქება დიდი რაოდენობით თევზის ჭამით, ფაქტობრივად შეუძლებელია, სამაგიეროდ ორგანიზმი მარტივად მდიდრდება სასარგებლო ნივთიერებებით.
პატარა პორციები
იაპონურ რესტორნებშიც კი, შეკვეთას საკმაოდ მოკრძალებული პორციებით მოგართმევენ და ეს არა მენეჯმენტის სიძუნწე, არამედ მათი დამოკიდებულებაა საკვების მიმართ. ისინი არასოდეს ჭამენ ბევრს და ბავშვობიდან მიჩვეულები არიან, რომ ხშირად და ცოტ-ცოტა უნდა მიირთვან.
საკვების მომზადება
შემწვარი საჭმელი – ეს ნამდვილად შორს არის იაპონური სამზარეულოსგან. ყოველდღიურად ისინი ორთქლზე მომზადებულ ან მოხარშულ პროდუქტებს ჭამენ.
მწვანე ჩაი
ის არამარტო ანტიოქსიდანტების წყაროა, რაც დაბერების პროცესს ანელებს, არამედ გახდომის სწორი დამხმარეც: მწვანე ჩაი კარგი შარდმდენია და ორგანიზიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას უწყობს ხელს. ამ სასმელს ისინი დღეში რამდენჯერმე სვამენ.
ტკბილეული
იაპონელებსაც უყვართ ტკბილეული, თუმცა მათი და ჩვენი წარმოდგენა დესერტზე, მკვეთრად განსხვავდება – არანაირი ორცხობილა, კრემი, ნაღები, შოკოლადის ტორტები… ნაყინსაც კი ისინი ბრინჯისგან აკეთებენ. საერთო ჯამში კი ტკბილეული მათ დაბალკალორიული აქვთ. თუმცა რიგით ევროპელს ის შეიძლება არც ისე გემრიელად მოეჩვენოს.


