სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ფოტო, სადაც აღნიშნული იყო, რომ კურიერები ლიფტში არ უნდა შესულიყვნენ.
ბევრი წერდა, რომ რომ აღნიშნული სტიკერი შეურაცხმყოფელია.
დღეს ცნობილი ხდება, სინამდვილეში რატომ გააკრეს ლიფტის კარზე აღნიშნული სტიკერი.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ლიფტში კურიერის არშესვლის თხოვნა. ადგილობრივი მოსახლეობა კურიერებს სთხოვენ, ჩანთით არ შევიდნენ, რადგან დელივერის ჩანთა აღემატება ლიფტის სიგანეს.
იქვე ვკითხულობთ, თხოვნას, ლიფტის კარი ხელით არ დაიჭირონ დიდხანს, რადგან ირკვევა, რომ ამ მგომარეობაში ლიფტი გაიჭედება.
მოკლედ, როგორც ამბობენ, „არრა არს დაფარულ, რაც არ გაცხადდეს“. ცალსახად კარგია, რომ კურიერებს არავინ ჩაგრავს და უბრალოდ თბილისური ლიფტების სივიწროვე ხანდახან გვაიძულებს, ადამიანებს ვთხოვოთ, დიდი ზურგჩანთა დერეფანში დატოვონ და იქვე დავაიმედოთ, რომ არავინ მოპარავს, რადგან კარი საიმედოდ იკეტება.