LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ უნდა ვითმინოთ წელის ტკივილი და ვის მივმართოთ სამკურნალოდ – ნევროლოგის რჩევები

858
ნათია იაშვილი ნევროლოგი

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელიც წელის ტკივილს თუნდაც ერთხელ არ შეუწუხებია. ბევრია ჩვენს შორის ისეთიც, ვისაც ქრონიკულად ახასიათებს ეს გაუსაძლისი ტკივილი და თავს თვითმკურნალობით, ტკივილგამაყუჩებლებით და რაღაც ხალხური მეთოდებით შველის, უფრო სწორად, ცდილობს უშველოს. ერთი კი ცხადია, რომ ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების მოქმედება მხოლოდ დროებითია და განკურნება მხოლოდ სწორი მკურნალობითაა შესაძლებელი. თოდუას კლინიკაში ექიმი–ნევროლოგები წელის ტკივილის – იგივე ლუმბაგოს სამკურნალოდ ყველაზე თანამედროვე ცოდნასა და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს იყენებენ და შედეგიც სახეზეა – ცხოვრების ხარისხი უბრუნდებათ პაციენტებს.

რას ნიშნავს წელის ტკივილი, რა არის ლუმბაგო და რატომ არის მნიშვნელოვანი კვალიფიციური მკურნალობა ამ პათოლოგიის აღმოსაფხვრელად, ფრიდონ თოდუას კლინიკის ექიმი ნევროლოგი ნათია იაშვილი გვესაუბრება.

– წელის ტკივილი ფართოდ გავრცელებული პრობლემაა საზოგადოებაში. რა იწვევს მას და ყველა შემთხვევაში ნევროლოგიური პრობლემაა ამ დროს, თუ სხვა პათოლოგიებიც იწვევს ასეთ ტკივილს?

ლუმბაგო – ანუ წელის ტკივილი, ტკივილის სინდრომებს შორის დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა.  ტკივილის განვითარებისა და გაჩენის უამრავი გამომწვევი მიზეზი არსებობს. წარმოშობის მიხედვით, გამოარჩევენ ორი ტიპის:

ვერტებროგენული – ხასიათდება იმით, რომ იგი პირდაპირ კავშირშია ხერხემლის დაზიანებასთან ან დაავადებებთან;

არავერტებროგენული – გამოწვეულია სხვა ეტიოლოგიური ფაქტორებით, მაგალითად, სომატური დაავადებებით ან ფსიქოგენური მიზეზებით. ისინი შეიძლება საერთოდ არ იყოს დაკავშირებული საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებებთან და გვერდითი პრობლემების შედეგს წარმოადგენდნენ. მაგალითად, ფიზიკური დატვირთვები, უხერხული მოძრაობა, სიმძიმეების აწევა, ხანგრძლივად მუშაობა კომპიუტერთან ან ავტომობილის ხანგრძლივი მართვა, ჭარბი წონა, სიმსივნე, ინფექცია, ართრიტი, ტრავმა, მენჯის ღრუს ორგანოთა სხვადასხვა დისფუნქცია – ყველაფერი ეს წელის ტკივილის განვითარებას იწვევს.

– ადამიანები, ვინც წელის ტკივილს პერმანენტულად უჩივიან, უმეტეს შემთხვევაში თვითმკურნალობას მიმართავენ. რატომ არის აუცილებელი ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ექიმისთვის მიმართვა? 

– წელის ტკივილი, შესაძლოა ერთ–ერთი სიმპტომი იყოს, რომლის დროსაც შესაძლოა უფრო რთულ პათოლოგიასთან გვქონდეს საქმე. ბევრი სომატური დაავადების პირველადი ნიშანი და ჩივილი შეიძლება იყოს წელის ტკივილი. ამიტომ არ უნდა მიმართოდ თვითმკურნალობას დროული მიმართავა ექიმთან აუცილებელია რათა დაისვას დიაგნოზი და შესაბამისად შევარჩიოთ სწორი მკურნალობის მეთოდი.

– თუ არსებობს კონკრეტული სიმპტომები, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა ნევროლოგს უნდა მიმართოს?

– ტკივილის ხანდაზმულობა – თუ ტკივილი ხანგრძლივია 6 კვირაზე მეტ ხანს გრძელდება, ასევე მწვავე ტკივილი, რომელიც არ იხსნება ანალგეზიური საშუალებების მიღებისას, თუ თან ახლავს ნევროლოგიური დეფიციტი – სისუსტე კიდურში, იწვევს ფუნქციურ უუნარობას, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დროულად მიმართოდ ექიმს

– რომელ ასაკობრივ ჯგუფებში უფრო ხშირად იჩენს თავს წელის ტკივილი და თანამედროვე მედიცინას რა შესაძლებლობები გააჩნია ამ ნევროლოგიური პრობლემის სამკურნალოდ?

– წელის ტკივილი გვხვდება ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიაში და სქესის მიუხედავად. იგი სიცოცხლის განმავლობაში შეიძლება მოსახლეობის 84%–ს შეეხოს. არ არის კავშირი სქესთან თანაბრად გვხვდება ქალებში და კაცებში.

– ნევროლოგიური პრობლემებით გამოწვეული წელის ტკივილის მკურნალობა რა შემთხვევაში ხდება მედიკამენტოზურად, სპეციალური ვარჯიშებით და რა ეტაპზე ხდება გარდაუვალი ქირურგიული ჩარევა?

– რადგან წელის მალებს უწევთ მთელი სხეულის მასის მაქსიმალური დატვირთვის გაძლება. წელის ტკივილის გამომწვევი ძირითადი რისკფაქტორებია ხერხემლის განვითარების დარღვევები (საკრალიზაცია, ლუმბალიზაცია) და დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებები მასში (ოსტეოქონდროზი, ოსტეოართროზი, ოსტეოპოროზი). თუმცა ყველაზე ხშირია  წელის არეში მალთაშუა დისკის თიაქარი რომლის მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია.

– თოდუას კლინიკა თავიდანვე ცნობილი იყო ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით. ნევროლოგიის მიმართულებით რა ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები აქვს კლინიკას, რომელიც გამოგარჩევთ სამედიცინო მომსახურების ბაზარზე?

– დიაგნოზის დასასმელად და მართვის დასაგეგმად საჭიროა  დამატებით ინსტრუმენტული გამოკვლევები (რენტგენოგრაფია, დენსიტომეტრია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია). ყველა გამოკვლევა უახლესი აპარატურით წარმოდგენილია თოდუას კლინიკაში.

– წელის ტკივილის არაქირურგიული, მაგრამ ეფექტიანი მკურნალობისთვის რა წინაპირობები არსებობს – დროული მომართვიანობა, ცხოვრების წესის შეცვლა, თუ სხვ?

– წელის ტკივილის შემთხვევაში უნდა მიმართოთ დახმარებისთვის კვალიფიციურ ნევროლოგს. სწორედ ანამნეზის შეკრება, ფუნქციური უნარის შეფასება და ნევროლოგიური გასინჯვა საკმარისია ავადმყოფის შესაფასებლად. უკვე ნევროლოგი დაგეგმავს გამოკვლევების გეგმას და დიაგნოზის დასმისთანავე გადაწყვეტს, რა ტიპის მკურნალობა ესაჭიროება პაციენტს მხოლოდ მედიკამენტური თუ კომბინირებული ფიზიოთერაპია და რეაბილიტაციური ღონისძიებები.

– ორსულ ქალებში ხშირია წელის ტკივილი. რას ურჩევთ მათ, რომ მეტნაკლებად თავიდან აირიდონ ეს პრობლემა?

– ორსულებისთვის იდეალური გამოსავალია, რომ მეტი იმოძრაონ, ნაკლებად დაიტვირთონ და წონაში ბევრი არ მოიმატონ, რომ კიდევ უფრო არ დავტვირთოთ ხერხემალი ზედმეტი წონით.

– რას ურჩევდით მოქალაქეებს, რა უნდა გააკეთონ ყოველდღიურ ცხოვრებაში საიმისოდ, რომ შეამცირონ ნევროლოგიური პრობლემებს განვითარება ხერხემალზე, რაც ასე ხშირად გვხვდება საზოგადოებაში?

– ჯანსაღი ცხოვრების წესი და მეტი ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად ამცირებს ხერხემლის ნევროლოგიური პრობლემების რისკებს.

mazda magti 5g