მამა ანდრია სარია სახლის კურთხევის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, ამ პროცესით ადამიანი ღმერთს სთხოვს მის სახლში დაამკვიდროს მშვიდობა, სიყვარული, წყალობა და უფლის მადლი.
„სახლის კურთხევა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის – ეს არის ნიშანი, რომ ჩვენ ღმერთს ვთხოვთ დაამკვიდროს ჩვენს სახლში ანგელოზი, მადლი მისი, სიყვარული, წყალობა, მშვიდობა და სახლის კურთხევით, უფალი ჩვენთან მოდის მთელი თავისი დიდბულებით, ამიტომ წელიწადში ერთხელ კარგია სახლის კურთხევა ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს“, – ამბობს მამა ანდრია სარია.
