LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის რონალდო იდეალურ ფორმაში: კრიშტიანომ რაციონის საიდუმლო გახსნა

roncha

რონალდო უკვე პატარა ბიჭი აღარაა და მაინც გააქვს და გააქვს გოლები და ახალ რეკორდებს ამყარებს.

რა თქმა უნდა, ვარჯიშებთან ერთად კვებაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფეხბურთელის ცხოვრებაში და საშუალებას აძლევს ოპტიმალურ ფორმაში იყოს.

კრიშტიანომ ფარდა ახადა თავის რაციონს. მთავარია, ჭამს ხშირად, ოღონდ ცოტას. რონალდო ექვსჯერ მიირთმევს მცირე პორციებით. ასევე მნიშვნელოვანია დღის ძილი, დაახლოებით საათი ან საათნახევარი.

საუზმე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანია ფეხბურთელისთვის, ამიტომ რონალდო საკმარისად ნაყრდება, რათა ენერგია უზრუნველყოს და კარგ ფორმაში იყოს.

მაშ ასე, კრიშტიანოს საუზმე მოიცავს: ლორისა და ყველის სხვადასხვა ვარიანტებს, კრუასანებს, ტოსტს ავოკადოთი, იოგურტს და ბევრ ხილს.

სადილზე რონალდო უპირატესობას ანიჭებს თევზეულს, ყველაზე მეტად კი უყვარს ხმალთევზა, სიბასი (ლავრაკი) და ზღვის ქორჭილა.

პორტუგალიელის ერთ-ერთ საყვარელ კერძად მიიჩნევა „bacalhau braz“, რომელიც მოიცავს ვირთევზას, ხახვს, კარტოფილს და ერბო-კვერცხს.

რასაკვირველია, კრიშტიანომ უარი თქვა ალკოჰოლზე, ტკბილეულსა და გადამუშავებულ საკვებ პროდუქტებზე. რონალდოსთვის მნიშვნელოვანია ცილები და ვიტამინები, ამიტომ სწორედ ასეთ კერძებზე აკეთებს აქცენტს.

სხვათა შორის, რონის უყვარს დღისით ბუტერბროდი შპროტთან ერთად.

თუმცა არც კარგი სტეიკზე ამბობს უარს…

ახლა ოდნავ მაინც იცით რა უნდა მიირთვათ, რათა ისეთივე იდეალურ ფორმაში იყოთ, როგორც კრიშტიანო რონალდო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები