“შუადღის ძილი სისხლის წნევის აწევას იწვევს,”- ასეთია მინესოტაში მდებარე Mayo Clinic-ის მკვლევარების დასკვა. როგორც მედიკოსები წერენ, არტერიული ჰიპერტენზია თირკმლის დაავადებების, ინფაქრტისა და ინსულტის რისკს ზრდის. არტერიულ ჰიპერტენზიას მკვლევარებმა “ჩუმი მკვლელი” უკვე შეარქვეს. როგორც Mayo Clinic-ის მკვლევარები ამბობენ, მიუხედავად ამ დასკვნისა, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი.
თუ მაღალი წნევა ხშირად ან მუდმივად გაქვთ, ან წნევამ უეცრად მოიმატა ძალიან მაღალ ციფრებამდე, აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს და შეასრულოთ ყველა რეკომენდაცია. პროფილაქტიკის მიზნით კი უნდა აკონტროლოთ წონა. შეზღუდეთ ალკოჰოლისა და სუფრის მარილის მიღება, შეწყვიტეთ თამბაქოს მოწევა. ასევე, აუცილებელია რეგულარული ფიზიკური აქტივობა.