LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რატომ ატარებდა ირაკლი კობახიძე დროს „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“, „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ ლიდერებთან ირანში სულ რამდენიმე თვის წინ? – თქვენ გხედავთ, ამერიკა არ მოტყუვდება“ – ჯო უილსონი

195
ჯო უილსონი

„რატომ ატარებდა ირაკლი კობახიძე დროს „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“, „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ ლიდერებთან ირანში სულ რამდენიმე თვის წინ? – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„რატომ ატარებდა ირაკლი კობახიძე დროს „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის”, „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ ლიდერებთან ირანში სულ რამდენიმე თვის წინ? იგივე ტერორისტები აქტიურად გეგმავდნენ დონალდ ტრამპის მოკვლას და ყოველ დღე გამოდიან ამერიკის სიკვდილის მოწოდებებით.

თქვენ გხედავთ. ამერიკა არ მოტყუვდება“, – წერს უილსონი.

კონგრესმენი გაცხადებას ასევე ფოტოსურათს ურთავს, რომელზეც ირაკლი კობახიძე „ჰამასის“ ლიკვიდირებულ ლიდერ ისმაილ ჰანიეს გვერდით დგას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g