LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ჭამენ კაცები ბოსტნეულს

17

ამერიკელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ მამაკაცები ბოსტნეულს მხოლოდ და მხოლოდ ქალების გამო მიირთმევენ. მათ თურმე სულაც არ უყვართ სტაფილო ან კომბოსტო, რითიც მათ მზრუნველი მეუღლეები კვებავენ. იმისათვის, რომ ოჯახში მშვიდობა შეინარჩუნონ, მათ სალათებისა და სხვა მსგავის კერძების მირთმევა უხდებათ. მრავალმა მამაკაცმა აღიარა, რომ მეუღლეებისგან მალულად სტუმრობენ სწრაფი კვების რესტორნებს, სადაც მავნე საკვებს იღებენ იმ იმედით, რომ სასარგებლო სახლში დახვდებათ. ასეთ დროს ცოლები ვერ ხვდებიან რატომ ვერ იკლებენ მათი მეუღლეები წონაში და კიდევ უფრო მეტ შეზღუდავს აწესებენ საოჯახო კვებაში.

ფსიქოლოგების აზრით, მამაკაცებმა ცოლებთან უნდა იმსჯელონ ამ საკითხზე და რაიმე კომპრომისი მონახონ, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი გრძნობები დამალონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები