LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 ყველაზე ჯანსაღი ხილი და ბოსტნეული, რომელიც ზაფხულში უნდა მიირთვათ

132
fruit-salad-watermelon-strawberry-cherry-blueberry-kiwi-raspberry-peaches-fork-bowl-fruit-salad-watermelon-125285140

მილიონი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ზაფხული გიყვარდეთ. იქნება ეს შვებულება, სითბო, მზე, სანაპირო თუ მრავალფეროვანი ხილ-ბოსტნეული. ზაფხულში არჩევანი მართლაც დიდია და სწორი რაციონის შედგენაც არ არის რთული.

საზამთრო

წვნიანი და ტკბილი საზამთროს გარეშე ზაფხული წარმოგიდგენიათ? თანაც, საზამთრო c ვიტამინს, ბეტა კაროტინს და ბევრ სასარგებლო ელემენტებს შეიცავს.

ჟოლო

ჟოლოს მირთმევა საუზმეზე, სალათებში და გაყინულ იოგურტებთან ერთადაა შესაძლებელი. ბევრ ვარიაციასთან ერთად ეს კენკრა ძალიან სასარგებლოცაა.

მაყვალი

ბოჭკოებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი მაყვალი რომ გემრიელიცაა ამაზე ალბათ არავინ დავობს.

ალუბალი

C ვიტამინის, ფლავონოიდების და ბოჭკოს შემცველობით ალუბალი კიბოსგან თავის დასაცავად საუკეთესო საშუალებაა.

ატამი

წვნიანი და ძალიან გემრიელი ატამი C და A ვიტამინების წყაროს წარმოადგენს.

ყაბაყი

ანტიოქსიდანტებით მდიდარი ბოსტნეული სპეციალისტებს მომზადების მრავალფეროვანი გზების გამოც უყვართ.

პომიდორი

პომიდორი ნამდვილად ზაფხულის საკვებია და ორგანიზმისთვის ბევრი სარგებლის მოტანაც შეუძლია.

ავოკადო

ავოკადო სასარგებლო ცხიმების მთელ ჯგუფს მოიცავს, ამიტომ სხვა ნაკლებად ჯანსაღი სოუსებისა და დანამატების საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები