თუ გაინტერესებთ, როგორ შეიძლება წარმოიქნმას საცობი ყველაზე იდეალურ პირობებშიც კი, შეგიძლიათ ნახოთ საიტზე traffic-simulation.de მოცემული სიმულაცია, სადაც მოძრაობა რეალურ დროში ვითარდება.
სქემაზე ავტომობილები წრიულ ტრასაზე მოძრაობენ, სადაც არც გზაჯვარედინია, არც შუქნიშანი და არც საგზაო სამუშაოები ხორციელდება. ერთი შეხედვით, მოძრაობისთვის იდეალური პირობებია შექმნილი, თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივია. საკმაარისია მოძრაობას რამდენიმე წუთით დააკვირდეთ და ნახავთ, რომ ერთ-ერთ ზოლზე აუცილებლად დაიწყება შეფერხებები.
შეგიძლიათ თავად შეცვალოთ პარამეტრები – შეამციროთ საავტომობილო ნაკადის სიმჭიდროვე, სატვირთოების რაოდენობა ან შეზღუდოთ სიჩქარე და ნახავთ, როგორ იმოქმედებს თქვენი მანუპულაცია საგზაო საცობების შექნაზე.
მართალია, საცობები გზაზე ძირითადად ხელოვნური წინაღობების – ერთი-ერთი გზატკეცილის გადაკეტვით, გზაჯვარედინის და შუქნიშნის არსებობის შემთხვევაში იქმნება, მაგრამ უსიამოვნების საიდუმლო მაინც მოძრაობის არაერთგვაროვნებაშია. მაგალითად, როცა მძღოლი მკვეთრად ამუხრუჭებს ან ცდილობს სხვა ზოლზე გადავიდეს. იმ შემთხვევაში თუ ამგვარი არაერთგვაროვნება ხანგრძლივია, მაშინ ის აუცილებლად გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას, რაც თავის მხრივ აუცილებლად შეაფერხებს მოძრაობას.
საცობის შექმნის თავიდან აცილების ერთ-ერთი საშუალება სიჩქარის შეზღუდვის დაწესებაა. როცა ავტომობილები ერთი სიჩქარით მოძრაობენ, დამუხრუჭების ან ზოლის შეცვლის აუცილებლობა ქრება. თუმცა, როგორც სიმულაციამ აჩვენა, ერთი მძღოლიც კი საკმარისია, რათა თავისი მოულოდნელი და უცნაური გადაწყვეტილებით შეაფერხოს მოძრაობა და პრობლემას ვერც ფართო გზა გადაწყვეტს და ვერც ზოლების სიმრავლე.