LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დააკავა პოლიციამ ნაყინის გამყიდველი :”ნაყინის ურიკითურთ გაქცეული მოქალაქე ძალის გამოყენებით ჩატენეს მანქანაში”

241

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ცდილობს პოლიცია მანქანაში ჩასვას მოქალაქე, რომელიც სამართალდამცველებს ეწინააღმდეგება.

ვიდეოს ავტორი, რომელიც პოლიციის ქმედებით აღშფოთებულია, წერს, რომ  შემთხვევა რუსთაველზე მოხდა.

„ახლახან, რუსთაველზე, ზებრაზე გადასვლისას, პოლიციის მანქანა გაჩერდა და მივარდნენ ქვეითად მოსიარულე, ნაყინის გამყიდველ მამაკაცს, “გაიმეორე, ბიჭო, რა თქვიო”. მოქალაქე რუსულად პასუხობდა, რომ ვერაფერი გაიგო. თავიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს პოლიცია ხუმრობდა, სანამ ნაყინის ურიკითურთ გაქცეული მოქალაქე დაიჭირეს და ძალის გამოყენებით და ბორკილების დადებით მანქანაში ჩატენეს.

სულ ეს იყო. არ ვიცოდი, სხვა რისი გაკეთება შემეძლო და ვიდეო გადავიღე.

ეს ორი კაცური კაცი კი, ამაღამ, ფორმის მიღმა, მშვიდად დაიძინებენ, მათ ხომ შეძახილის გამო, ასაკიანი კაცი, არაფრის მქონე, მენაყინე, კანონის უზენაესობის აღსასრულებლად დაიჭირეს.

ღმერთმა უწყის რა მუხლებს მიუსჯიან და როგორ მოეპყრობიან, ან რა სახის ჯარიმას მიუსჯიან მენაყინე ასაკიან მამაკაცს, რომელსაც არავინ ჰყავს გამომსარჩლებელი.

ჩემი სამართლიანი სახელმწიფო,“ – წერს  ნიქო გორგილაძე.

ვიდეო „ფეისბუქის“ არაერთმა მომხმარებელმა გააზიარა. სოციალურ ქსელში გაჩნდა ამბის ალტერნატიული ვერსიაც :

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ მამაკაცმა პოლიციელებს შეაგინა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის დააკავეს.

საქართველოს კანონმდებლობით, პოლიციის თანამშრომლების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის  დანაშაულია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და პოლიციელთა სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g