LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დაიბარეს თემურ ალასანია გამოკითხვაზე: შსს-ს განმარტება

108
ალასანია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია დაიბარეს.

შსს-ში განმარტავენ, რომ ალასანიამ საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებაზე უარი განაცხადა, შესაბამისად, იგი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე სასამართლოში გამოიკითხება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება 2018 წელს დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გრძელდება.

თემურ ალასანიას დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით “ფეისბუქზე” დღეს მიხეილ სააკაშვილმაც დაწერა – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მისი ბიძის დაკითხვაზე დაბარება თავად მას უკავშირდება. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g