LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ეგონათ Coldplay-ის ფრონტმენი გეი – კრის მარტინის გულახდილი ინტერვიუ Rolling Stone-თან (ფოტო/ვიდეო)

283
21765206-0-image-m-6-1575390118810

7 ,,გრემის” მფლობელი ბენდის, Coldplay  ფრონტმენმა, კრის მარტინმა Rolling Stone-ს საკმაოდ გულახდილი ინტერვიუ მისცა. მომღერალმა ბენდის ახალ ალბომზე ისაუბრა,  სკოლის პერიოდიც გაიხსენა და განაცხადა, რომ საკუთარ ორიენტაციასთან დაკავშირებით გაურკვევლობაში იმყოფებოდა.

რამდენიმე საათში Coldplay-ის ახალმა ვიდეომ რეკორდული ნახვები დააგროვა (ვიდეო)

21 საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე მოთხოვნადმა ბენდმა კიდევ ერთი ახალი კომპოზიცია გამოუშვა, Daddy - ასე ჰქვია მათ ახალ სიმღერას და ის სულ ცოტა ხნის წინ გამოსულ ორმაგ ალბომი Everyday Life შევა

„სასაცილო სიარულის მანერა მქონდა, რის გამოც თანაკლასელები აგრესიით, გეის მეძახდნენ, მე კი იმ პერიოდში ჰომოფობი ვიყავი და მეგონა, თუ გეი ვიქნებოდი, ამით ყველაფერი დამთავრდებოდა.“

ვარსკვლავმა ისიც განაცხადა, რომ  საკუთარ ჰეტეროსექსუალობაში 16 წლის ასაკში გაერკვა. მას ძალიან ბევრი გეი-კუმირი ჰყავდა და ამ ფაქტორმა არატრადიციული ორიენტაციის მიმართ დამოკიდებულების  ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა.

შეგახსენებთ, კრის მარტინი გვინეტ პელტრიუზე 13 წელი იყო დაქორწინებული, ახლა კი მსახიობ დაკოტა ჯონსონს ხვდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები