ტყიბულში 65 წლის მეშახტემ ხელფასის სავარაუდო შემცირება გააპროტესტა და დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, ადმინისტრაცია მამაკაცის 900-ლარიანი ხელფასის 300 ლარამდე შემცირებას გეგმავდა, ამიტომ დაშავებული დირექტორთან მივიდა და სთხოვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ მიეღო, რადგან ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. მას შემდეგ, რაც თხოვნაზე უარი მიიღო, მამაკაცმა ბასრი საგანი ამოიღო და ვენები გადაიჭრა.
დაშავებული ტყიბულის საავადმყოფოში გადიყვანეს, სადაც ჭრილობა დაუმუშავეს და სახლში რამდენიმე საათის წინ გაწერეს.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 155-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ფოტო:ტაბულა