ევროკავშირის მიერ ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ანგარიშის გამოქვეყნების გადადებას ტექნიკურ პრობლემებს უკავშირებენ საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები, ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
მათი აზრით, ეს საკითხი რამდენიმე დღეში მოგვარდება და შედეგებიც გახდება ცნობილი. დიპლომატთა ნაწილის აზრით, განწყობა ოპტიმისტური უნდა იყოს, რადგან ქვეყანა სწორ გზას ადგას.
„ჩვენ საქართველოს ევროატლანტკური გზის მტკიცე მხარდამჭერები ვართ. რაც ცნობილია ბრიუსელისთვისაც,” – განაცხადა აშშ-ს ელჩმა იან კელიმ.
იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლის თქმით, საქართველომ კარგად შეასრულა ყველა მნიშვნელოვანი პუნქტი, რაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის იყო საჭირო.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას, რადგან ეს ნამდვილი ინტეგრაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია,“ – განაცხადა ელჩმა.