LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის შს მინისტრები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებაზე ვერ შეთანხმდნენ

79

ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებაზე ვერ შეთანხმდნენ. როგორც სხდომაზე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ნიდერლანდების მიგრაციის მინისტრმა განაცხადა, ევროკავშირი აღიარებს საქართველოს პროგრესს ვიზალიბერალიზაციის დაწესების გზაზე, თუმცა ხაზს უსვამს ე.წ. შეჩერების მექანიზმის შემოღების მნიშვნელობას, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, საჭიროების შემთხვევაში ამა თუ იმ ქვეყანას უვიზო რეჟიმი გამარტივებული პროცედურით შეუჩეროს. საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე 20 ივნისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები