LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გადაიდო კაილი მინოუგის ქორწილი

112

48 წლის ავსტრალიელი მომღერლის, კაილი მინოუგისა და 28 წლის ბრიტანელი მსახიობის, ჯოშუა სასეს რომანზე უკვე დიდი ხანია ყველა ლაპარაკობს. თებერვლის თვეში წყვილმა ჯერ ნიშნობის, მერე კი, ქორწილის შესახებ განაცხადა, რომელიც ზაფხულში იტალიაში უნდა გამართულიყო. თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კაილი მინოუგიმ ქორწილი წლის ბოლოსთვის გადაიტანა.

როგორც აღმოჩნდა, მინოუგიმ სადღესასაწაულო წვეულების გადახდა ავსტრალიაში გადაწყვიტა. მუსიკოსი უკვე გაემგზავრა მშობლიურ მელბურნში, სადაც ჯვრისწერის ადგილად გოთიკური სტილის St. Paul’s Cathedral-ის ტაძარი აირჩია. მინოუგის კაბაზე კი, ბრენდმა Ralph & Russo იზრუნა, რომელმაც მუსიკოსს რამდენიმე თვის წინ ლონდონში, ელიზაბეტ მეორეს იუბილესადმე მიძღვნილი კონცერტისთვის კაბა შეუკერა.  

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g