LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გადაწყვიტა მარიამ შუკაკიძემ დაცვის აყვანა და რა შრომა ჩადო მან პოპულარობისთვის: „რადგან ცნობილი ადამიანი ვარ, ცოტა გარეგნობითაც გამოვირჩევი, ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია…“

725
მარიამ შუკაკიძე ინფლუენსერი

მარიამ შუკაკიძე ერთადერთი ქართველი ინფლუენსერია, რომელსაც თითქმის ხუთი მილიონი გამომწერი ჰყავს. ულამაზესი მარიამის ცხოვრებაში ბევრი ძალიან სასიამოვნო სიახლეა და ამის შესახებ ჟურნალ „თბილისელების“ ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ხშირად შემხვედრია ნიუსები და ფოტოები სათაურებით – „მარიამ შუკაკიძის მდიდრული ცხოვრება“ და ალბათ, ბევრი ფიქრობს, რომ ამ ბიზნესის გარეშეც არაფერი გაკლდა…

– სანამ ჩემს მეუღლეს გავიცნობდი, მე უკვე „ინფლუენსერი“ ვიყავი. იმ დროს ამ საქმიანობის შესახებ ბევრმა საერთოდ არ იცოდა. ვიღებდი ფოტოებს, ლამაზად ვიცვამდი, რეკლამებს ვაკეთებდი და ასე დავიწყე თანხის გამომუშავება. ვერ ვიტყვი, რომ ფინანსურად მხოლოდ მეუღლეზე ვარ დამოკიდებული. თვითონაც მაქვს შემოსავალი. მეუღლეს თავისი ბიზნესები აქვს, კაპიტანია და სამი თვით მიდის ხოლმე, მაგრამ ის ჩემი მთავარი საყრდენია და ყველაფერში გვერდით მიდგას.

ექვსი წლის წინ მე და ჩემმა მეგობარმა ონლაინმაღაზიებით დავიწყეთ, ვცდილობდი, ფინანსურად დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. ყოველთვის მინდოდა პოპულარობა, ძალიან ბევრ შრომას ვდებდი საკუთარ თავში. ერთი ფოტოს გადაღება ფინანსურადაც საკმაოდ დიდი თანხა მიჯდებოდა და ასევე, დრო და ენერგიაც დიდი მიჰქონდა. ამას ვაკეთებდი იმისთვის, რომ სოციალურ ქსელში ლამაზად წარმომეჩინა ყველაფერი. ჩემი ფოტოები ხშირად მხვდებოდა სხვადასხვა გვერდებზე, მიდიოდა განხილვა და ჩემი პოპულარობა იმატებდა. რაც უფრო მეტად აქტიური ხარ და „ინსტაგრამზე“ გამომწერები გემატება, შემოთავაზებებიც იზრდება და შესაბამისად, შემოსავალიც. ასე მოვედი აქამდე. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი თავისით მოვიდა. საერთოდ, ნებისმიერ საქმეში ასეა, ჭკუაც საჭიროა, ენერგიაც და დიდი შრომაც, თუ გინდა, სასურველ შედეგს მიაღწიო. ფეხი ფეხზე გადადებული ნამდვილად არასდროს ვყოფილვარ, არ მქონია ამბიცია, რომ ჩემთან რაღაც თავისით მოვიდოდა. კარგად მაქვს გააზრებული, რომ თუ რამე მინდა, ამისთვის უნდა ვიშრომო კიდეც. შესაბამისად, ეს ბიზნესიც ლოგიკური გაგრძელება იყო. საქმიანი კუთხით მალე თბილისთან დაკავშირებითაც გვაქვს გეგმები, თუმცა, ამაზე მოგვიანებით, ახლა კი იმას ვიტყვი, რომ უკვე სამი თვეა, საკუთარი კოსმეტიკური ხაზის გამოშვებას ვაპირებ. მინდა, ჩემი ბრენდი შევქმნა. მეუღლესთან და პარტნიორებთან ერთად აქტიურად დავდივარ საზღვარგარეთ, ვეძებ საუკეთესო ქარხნებს, მაღალი ხარისხის მასალებს და როდესაც ყველაფერი დალაგდება, ჩემი კოსმეტიკური ხაზის პრეზენტაციასაც გავმართავ.

– ქუჩაში გრძნობ ინტერესს?

– სხვათა შორის, ბოლო დროს – განსაკუთრებით. მოდიან, მეუბნებიან, რომ რეალურად უფრო ლამაზი ვარ. ჩემ მიმართ დიდი დოზით იყო ბულინგი, თითქოს ყველაფერი ფოტოშოპის დამსახურება იყო. ფოტოშოპს ყველა იყენებს და მათ შორის მეც, მაგრამ არა იმ დოზით, რომ ქუჩაში ვერ მიცნონ. პირიქით, ყველა სიყვარულით მხვდება და უამრავ კომპლიმენტს მეუბნება. ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნება.

– და ამ ყველაფრის გამო დაცვის აყვანაც გადაწყვიტე.

– კი, მე მყავს დაცვაც და მძღოლიც. პირველ რიგში, ვიტყვი, რომ მე არ ვარ ამპარტავანი ადამიანი და არ ვფიქრობ „მე ვარ, რაც ვარ“. უბრალოდ, რადგან ცნობილი ადამიანი ვარ, ცოტა გარეგნობითაც გამოვირჩევი, ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია. სამწუხაროდ, საქართველოში ბოლო დროს ძალიან ცუდი ფაქტები ხდება, ამის გამო უფრო მეტად ჩემი მეუღლის გადაწყვეტილება იყო, დაცვა მყოლოდა, რადგან თვითონ, ძირითადად, საქართველოში არ არის. მიზეზი მხოლოდ ესაა და არა ის, რომ მე ვინმეს ზემოდან ვუყურებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g