LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გაიყიდა ეს ადგილი? – ნატა ფერაძე ნარიყალაზე

123

“რატომ გაიყიდა ეს ადგილი?” – პარტიზანი მებაღე, ნატა ფერაძე, Facebook-ზე ნარიყალაზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით წერს.

“ნარიყალაზე – ან რატომ გაიყიდა ეს ადგილი?! ან რატომ იგეგმება აქ მშენებლობის ნებართვის გაცემაზე დაშვება, ფიქრი?!” – წერს ფერაძე საკუთარ Facebook გვერდზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ნარიყალას მიმდებარე ტერიტორიაზე არანაირი სამუშაოები არ ხორციელდება. უწყების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ტერიტორიას “არქეოლოგიური მოსამზადებელი სამუშაოები უტარდებოდა.”

თბილისის განვითარების ფონდში კი განმარტავენ, რომ  ნარიყალას რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულებულია.

“თბილისი განვითარების ფონდი ნარიყალას გარშემო ტერიტორიაზე არანაირ პროცესს არ ახორციელებს. რაც შეეხება ნარიყალას ციხის შიდა ნაწილს, ფონდის მიერ მიმდინარეობს კომპლექსის შიგნით მდებარე ციხის აღდგენითი სამუშაოები,” – განაცხადა თბილისის განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა, ნინო როსტიაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g