LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გაიზარდა ფასები პროდუქტებზე და როდის დარეგულირდება

308
18e3c0aefe926e097a496f9173293700

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მკვლევარი განმარტავს საქართველოში პროდუქტების ზრდის მაჩვენებელს. სალომე გელაშვილის განცხადებით, არსებობს 2 მთავარი მიზეზი, რის გამოც საკვები პროდუქტების ფასებმა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოიმატა. გელაშვილის განმარტებით, გავლენა, რომელმაც სოციალურ სფეროში ქვეყნის პრობლემას წარმოადგენს, იქონია ვალუტის გაუფასურებამ და სურსათის მიწოდების შეფერხებამ. მისი თქმით, წინა წელთან შედარებით, მიმდინარე წლის დასაწყისში ეროვნულმა ვალუტამ 12%-იანი გაუფასურება განიცადა.

“ფასების ზრდის პირველი მიზეზი არის ეროვნული ვალუტის გაუფასურება. ვინაიდან ჩვენ დამოკიდებული ვართ იმპორტზე. ხილის, ბოსტნეულისა და რძის ფხვნილის შემთხვევაში, იმპორტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და შესაბამისად გაუფასურებული ვალუტა აძვირებს ფასებს. მეორე მიზეზი ფასების ზრდის გახლავთ სურსათის მიწოდების ჯაჭვში არსებული შეფერხებები როგორც რეგიონალურ, ასევე მსოფლიო დონეზე. რეგიონალურ დონეში იგულისხმება ქვეყნის შეგნით არსებული მდგომარეობა. მაგალითად, ქვემო ქართლის ჩაკეტვამ ადგილობრივ ბაზარში მწვანილის დეფიციტი გამოიწვია, ვინაიდან სწორედ ის იყო მთავარი მომმარაგებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით”, – განაცხადა “ფორტუნასთან პირდაპირ ეთერში საუბრისას სალომე გელაშვილმა.

კვლევარის განმარტებით, მთავრობის რეგულაციებმა სრულიად ვერ გადაჭრა არსებული პრობლემები. გელაშვილის განმარტებით იმ მიზეზით, რომ საქართველო ძირითადად იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, ადგილობრივი წარმოება სუსტია. მკვლევარის ვარაუდით, ფასების ზრდა შენელდება, თუ ადგილობრივი წარმოება უფრო გააქტიურდება და წინ წამოიწევს.

სალომე გელაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ფასების ზრდის კიდევ ერთი მიზეზი აგრარული ბაზრების დახურვა იყო. მისი თქმით, ბაზრებიდან პროდუქციამ სუპერმარკეტების დახლებზე, უკვე გაძვირებული ღირებულებით გადაინაცვლა.

“ფასების ზრდა შემცირდება მაშინ, როდესაც ადგილობრივი წარმოება წამოიწევს წინ იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი დარგი არის სეზონური. ახლა მალე შემოვა უკვე ქართული ხილი და რძის ნედლი ნაწარმი. ეს რა თქმა უნდა ფასებზეც აისახება. ჩვენ გვყავს ასევე მეწარმეები, რომლებიც საკუთარ ნაწარმს ვერ ყიდიან, ამიტომ თანხვედრაში უნდა მოვიყვანოთ მოთხოვნა-მიწოდება” – განაცხადა სალომე გელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები